ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „გახსოვდეს, შენ საზოგადოების აქტიური მონაწილე ხარ“, მიზნად ისახავდა სკოლაში სამოქალაქო განათლების კაბინეტის და სკოლის ეზოში სკვერის მოწყობას. პროექტის განხორციელების პროცესში მრავალი საინტერესო აქტივობა ჩატარდა – მოეწყო შეხვედრა ალის სკოლადამთავრებულ წარმატებულ ადამიანებთან,…
CIVICS GE
Latest posts - Page 73
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე
2015 წლის 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების – ძველის, სვირის, მუსხის, ზიკილიის, ფერსის და გურკელის საჯარო სკოლების 15 მოსწავლე ესწრებოდა. შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ ჩაფიჩაძე. „სამოქალაქო კლუბის…
პროექტი „ნათელი მომავალი“ – ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის მე- 10 კლასის მცირე გრანტის პროექტი „ნათელი მომავალი“ მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებას ოჯახური ძალადობის შესახებ. მოსწავლეთა ინიციატივა მოტივირებული იყო იმით, რომ სოფელში ხშირი იყო ოჯახური ძალადობის ფაქტები. პროექტის ფარგლებში მომზადდა კითხვარი, გამოიკითხა 100 ადამიანი…
სამოქალაქო განათლების კაბინეტი სკოლაში
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა” მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონის შპს სკოლაში “ორნატი” სამოქალაქო განათლების სასწავლო კაბინეტი მოეწყო. ქ. ზესტაფონის შპს სკოლა “ორნატი” კერძო სკოლაა, სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად ზრუნავს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თუმცა, საინტერესო და ეფექტური გაკვეთილის ჩასატარებლად შესაბამისად აღჭურვილი სივრცე…
თბილისის №127 სკოლის ეზოში სკვერი მოეწყობა
თბილისის №127 საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტის მიზანი სკოლის ეზოში სკვერის მოწყობა და სკოლაში მოსწავლეებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა გახლავთ. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. მოსწავლეებისა და პედაგოგების ერთობლივი ძალისხმევით დასუფთავდა სკოლის ეზო. ერთერთმა მშობელმა მოსწავლეებს უსასყიდლოდ…
პატივი ვცეთ ჩვენს ისტორიულ ძეგლებს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,რტო;; წევრებმა საინტერესო პროექტი, სახელწოდებით ,,პატივი ვცეთ ჩვენს სიძველეებს;; წარმატებით განახორციელეს სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანი სოფელში არსებული ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია გახლდათ. პრობლემა იმაში მდგომარეობდა,…
ციხისძირის საზაფხულო სკოლა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანელი მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრირების და ქართული ენის უკეთ შესწავლის ხელშეწყობას. „სკოლაში 400 მოსწავლეა, მათგან 300 ეთნიკურად აზერბაიჯანელი. სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ოჯახში აზერბაიჯანელი ბავშვები მშობლიურ ენაზე საუბრობენ, თურქულ და აზერბაიჯანულ…
ნიჩბისის მცირე გრანტის პროექტი ,,სუფთა სოფელი“
ნიჩბისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,სუფთა სოფელი“. პროექტი სათემო პრობლემის – სოფლისა და გარემოს დაბინძურების მოგვარებას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად, მასში მეცხრე კლასის 14-ვე მოსწავლე იყო ჩართული, როგორც ეკოკლუბის…
საინფორმაციო კამპანია ,,Stop C
2015 წლის 28 ივლისს, C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პროგრამის ,,მომავლის თაობა” იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების ინიციატივით, ქუთაისში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით ,,Stop C”. მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები C ჰეპატიტის შესახებ. ბუკლეტები ქალაქის ცენტრსა და საზოგადოებრივი…
ხულოში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა
2015 წლის 13 ივლისს, ხულოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ევრიკა“ წევრების ინიციატივით, დაბა ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს საქველმოქმედო ღონისძიების მოწყობა თანატოლის, ქეთი ხოზრევანიძის დასახმარებლად. ქეთის შესახებ სიუჟეტი ტელევიზიით გავიდა, მას მესამე ხარისხის…