2015 წლის 24 სექტემბერს, ოზურგეთში გაიმართა სემინარი მაკვანეთის, ურეკის, კოხნარის, საჭამიასერის, ჯურუყვეთის, გურიანთის, სოფელ ოზურგეთის და ქვედა ბახვის საჯარი სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების მონაწილეობით. სემინარზე განიხილეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების პრობლემები. სემინარს უძღვებოდა ტრენერი ქ-ნი თამარ ლურსმანაშვილი. მონაწილეებმა ისაუბრეს სირთულეებზე,…
CIVICS GE
Latest posts - Page 72
სემინარი „როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენების დროს“
2015 წლის 17 და 18 სექტემბერს რუსთავის და მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ჩატარდა სემინარი აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისათვის თემაზე „როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენების დროს“. სემინარს უძღვებოდნენ “სიქას” ახალგაზრდული მუშაკი მარიამ კოშაძე და გერმანელი მოხალისე ლეა ეიჩლერი. რუსთავში სემინარის მონაწილეები იყვნენ გარდაბანის…
დღე ავტომობილების გარეშე
2015 წლის 22 სექტემბერს, ახალციხეში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა საინფორმაციო აქცია – დღე ავტომობილის გარეშე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. აქციამდე ერთი კვირით ადრე, ადგილობრივი მედიის საშუალებით, ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია…
სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მსოფლიო დასუფთავების დღეს შეუერთდნენ
2015 წლის 18 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეები „მსოფლიო დასუფთავების დღეს“ დასუფთავების აქციით შეუერთდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის, მუსხის და ზველის სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა ურაველის ხეობა დაასუფთავეს. მოსწავლეების მიერ…
სპორტული მოედნის აღდგენა თელეთის საჯარო სკოლაში
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი მიზნად ისახავდა სკოლის ეზოში სპორტული მოედნის აღდგენას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. პროექტის დასაწყისში მოსწავლეებმა აწარმოეს საინფორმაციო კამპანია – მოამზადეს და თემში გაავრცელეს ლიფლეტები და პოსტერები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.…
ჭიკაანის სკოლის კეთილმოწყობილი გარემო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის მიერ, პროგრამა ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი, რომლის მიზანი იყო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა. სკოლის ეზოს მოწესრიგების ინიციატივას მხარი დაუჭირეს, როგორც სკოლის ადმინისტრაციამ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, თემის წევრებმა და მოსწავლეების მშობლებმა. ყვარლის…
გომის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „მედიაკლუბი“
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „მედიაკლუბი“ მიზნად ისახავდა სკოლაში მედიაკლუბის შექმნას, სკოლის აღჭურვას სათანადო ტექნიკური საშუალებებით და აქტიური მუშაობისთვის სასურველი გარემოს შექმნას. პროექტში ჩართული იყო მე-9, მე-10 და მე-11 კლასის 25 მოსწავლე. ორი თვის განმავლობაში მედიაკლუბი…
იმერეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში, იმერეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა ოზონის შრის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები განახორციელეს. კლუბის წევრების ინიციატივით სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგებმა ღია ლექციები ჩაატარეს თემაზე: ოზონის ნივთიერების, მისი ქიმიური შემადგენლობისა და ეკოსისტემებში…
დღის ბანაკი „მხარდაჭერა ცვლილებებისთვის 2015“
2015 წლის 8 სექტემბერს, დაბა ხულოს მუნიციპალიტეტში, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების დღის ბანაკი „მხარდაჭერა ცვლილებებისთვის-2015“ გაიმართა. დღის ბანაკის მიზანი მოსწავლეების მიერ თემში არსებული პრობლემების გამოვლენა და დაინტერესებულ მხარეებთან მათი განხილვა იყო. ბანაკში მონაწილეობა ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების…
„ჩვენ გვსურს ჯანსაღი ცხოვრება“
ბათუმის „გიმნაზია 21-ე საუკუნის“ მცირე გრანტის პროექტი „ჩვენ გვსურს ჯანსაღი ცხოვრება“ მიზნად ისახავდა სკოლაში და ადგილობრივ თემში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მოზარდებში თავისუფალი დროის სწორად გამოყენების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში სკოლამ შეიძინა სპორტული ინვენტარი, მოეწყო სპორტული შეჯიბრებები მოსწავლეთა მონაწილეობით, ჩატარდა…