“დღის სკოლის” ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა განათლების ექსპერტ კახა ფარცვანაისთან, მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელის საბჭოს წარმომამდგენელთან და აქტიური თვითმმართველობების თავმჯდომარეებთან. “დღის სკოლა” 4 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში 25 მოსწავლე მონაწილეობს. პროექტი ასევე მოიცავს სასწავლო ვიზიტებს ეთნო სოფელში “სისატურა” და საწარმო…
CIVICS GE
Latest posts - Page 7
კომპანია “კულას” მხარდაჭერით, სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლას სასმელი და სარწყავი წყალი ექნება.
სკოლისა და კომპანიის თანამშრომლობა შიდა ქართლის მასშტაბით გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე დაიწყო. მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი “ცისკარა”, რომელიც სკოლის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად. იმ დრომდე, სკოლა მარაგდებოდა კუსტარულად დამონტაჟებული ჭაბურღილიდან მომდინარე წყლით, რომელიც სასმელად უვარგისი იყო. გარდა ამისა,…
ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, სურამის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტურისტული გზამკვლევის შექმნა გადაწყვიტეს.
მოსწავლეებმა გამართეს საკონსულტაციო შეხვედრა გიდების ასოციაციიის წევრებთან და ტუსიტული კომპანია ,,JUDI TREVEL”-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იყო საფეხმავლო ტურების დაგეგმვა სურამის მასშტაბით. მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ბლოგი და გადაიღეს ვიდეორგოლი სურამის ტურისტული პოტენციალის შესახებ. პროექტი განხორციელდა ჩვენი პროგრამის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
დღეს კერძო სექტორის მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს წევრებს პროგრამის დირექტორმა – მარინა უშვერიძემ წარუდგინა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა და კერძო სექტორის ჩართულობით მიღწეული შედეგები. ასევე, ჩვენი პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა – ელენე ჩხეიძემ მიმოიხილა პარტნიორობის შესაძლებლობების შეფასება (Rapid Partnership Appraisal).საბჭოს წევრები გაეცნენ განვლილი აკადემიური წლის…
პროექტი “ბუდრუგანა” სურამის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში გაანხორციელეს
ისი მიზანი იყო, რომ თოჯინების თეატრის დახამრებით, სკოლაში აემაღლებინათ ცნობიერება სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს თოჯინების ესკიზები და გაიარეს მასტერკლასები ხაშურის თოჯინების თეატრის დასის წევრ მსახიობებთან. შემდეგ შეარჩიეს თემატიკა, დაწერეს სცენარი და შექმნეს დეკორაციები. მოსწავლეების მიერ დადგმულ სპექტაკლების…
პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, ქუთაისის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.
მოზარდები გაეცნენ ფილმის, ანიმაციის, ვიდეო თამაშებისა და სარეკლამო ინდუსტრიებში მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორებიცაა კომპოზიტორი და შემოქმედებითი ბიზნესის მენეჯერი.შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით. სესია ჩაატარეს POSTRED-ის თანადამფუძნებელმა და კომპოზიტორმა, POSTRED Academy-ის ლექტორმა ზვიად მღებრმა (მღებრიშვილმა) და კომპანიის მმართველმა…
,,სპორტ დრაივი-ჯანმრთელი მომავლისთვის’’ ხაშურის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტია, რომელმაც “ჰაიდელბერგცემენტის” მხარდაჭერა მოიპოვა.
კომპანიის დაფინანსებით, მოსწავლეებმა ჩაატარეს ჩემპიონატი ჭადრაკში და მოაწყვეს “მხიარული სტარტები”. ორგანიზების პროცესში ითანამშრომლეს მშობლებთან, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან. ასევე, პროექტის ფარგლებში გაიმართა სპორტული კვირეული, რომელიც მოიცავდა სამაგიდო თამაშების ტურნირს, იოგას მასტერკლასს და სხვა აქტივობებს.
აკადემიური წლის დასასრული შიდა ქართლის რეგიონში!
გორში გამრთულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და USAID-ის წარმომადგენელი ნინკა ბუაჩიძე. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დამსწრეებს მათ მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტები წარუდგინეს და მიღებულ…