სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში ქუთაისის მე14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ჰუმანისტები;; წევრებმა, ერთი, ძალიან კარგი სოციალური კამპანია, სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს. კამპანიას თავისი დევიზი ჰქონდა: ,,აჩუქე ერთი ადაპტური წიგნი ბავშვთა დღის ცენტრს;;. თუმცა, სლოგანის გარდა, მისი ისტორიაც…
CIVICS GE
Latest posts - Page 67
„პატარა და ლამაზი კუთხე“
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლის მცირე გრანტის პროექტი „პატარა და ლამაზი კუთხე“ მიზნად ისახავდა სოფელში არსებული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ისტორიული ძეგლების გამოსახულებებით მაგნიტური სუვენირების დამზადებას და გაყიდვას, მიღებული თანხით კი სკოლის სასადილო ოთახის რეაბილიტაციას. ეშტიის №1 საჯარო სკოლის…
თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება.
2016 წლის 22 იანვარს, თბილისში, „დიდუბე პლაზას” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება. თბილისის პარტნიორი სკოლების IX-X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული საკლასო, მცირე გრანტის პროექტები…
ახალგაზრდული ფორუმი გორში
გორში გაიმართა მოსწავლეთა ფორუმი, რომლის მიზანი იყო პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართული შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ახალგაზრდული ფორუმის ჩატარების ინიციატივას მხარი დაუჭირა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და 855 ლარი…
შიდა ქართლის მოსწავლეების სასწავლო ვიზიტი თბილისში
პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი შიდა ქართლის რეგიონის 12 საჯარო სკოლის 20 მოსწავლე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში. მოსწავლეებმა მოინახულეს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი, გაზეთის ,,პრაიმტაიმი რედაქცია და ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველო ოფისი. მოსწავლეებს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ორგანიზაციის ხელმძღვანელი…
სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები
2015 წლის ბოლოს, აჭარის, სამცხე ჯავახეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა. შეხვედრებზე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას – პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, ადგილობრივი…
სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი
2015 წლის 16 დეკემბერს, შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ძევერის საჯარო სკოლაში ჩატარდა სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი. ღონისძიება ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში. სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი, IX კლასში, ჩაატარა ქალბატონმა ლელე ბუხრაძემ. გაკვეთილის თემა…
პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები
2015 წლის ბოლოს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, საქართველოს 11 რეგიონში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, ჩატარდა პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები. შეხვედრებზე განხილული იყო გაკვეთილის დაგეგმვისა და მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობის საკითხები. პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრებს ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების…
მრჩეველთა კომიტეტის მესამე შეხვედრა
2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის მესამე შეხვედრა. პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი საქმიანობა. პროგრამის…