2016 წლის 14 თებერვალს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული კოორდინატორების და ფორუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა მაკა ბიბილეიშვილმა შეაჯამა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მიღწევები და სირთულეები. ფორუმის კოორდინატორებს…
CIVICS GE
Latest posts - Page 66
წარმატებული ბლოგერები ბოგვის საჯარო სკოლიდან
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს ბლოგების კონკურსში. მოსწავლეები აღწერენ ბლოგზე მუშაობის პროცესს. ქეთევან კიკოლაშვილმა, X კლასის მოსწავლემ, ნომინაციაში „ახალგაზრდა ომბუდსმენი“ პირველი ადგილი დაიკავა. “ბლოგზე მუშაობისას ვცდილობდი მესაუბრა ისეთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომლებიც დღეს…
სასწავლო ვიზიტი
პროგრამის ,,მომავლის თაობა“ კახეთის რეგიონის პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თელავის განყოფილებას ეწვივნენ. მოსწავლეები გაეცნენ სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას და მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა კატასტროფების დროს. ვიზიტის დროს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა
პატივცემულო ფორუმის წევრებო, გიწვევთ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე. კონფერენცია-გამოფენა გაიმართება 2016 წლის 28 მაისს, ქ. თბილისში, საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია მე-3 პავილიონში, მისამართზე: ა. წერეთლის გამზ.118. ფორუმის მეხუთე ყოველწლიური კონფერენცია-გამოფენა მასშტაბური ღონისძიებაა და მისი მიზანია, ერთი მხრივ, სამოქალაქო…
აჭარის რეგიონში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო
2015 წლის თებერვლის დასაწყისში, აჭარის რეგიონში, პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კვირეული გამოცხადდა. კვირეულის მიზანი დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. კვირეულში აჭარის რეგიონის პროგრამის პარტნიორი 15 სკოლა ჩაერთო და მოსწავლეებმა…
მცირე გრანტის საკლასო პროექტი „წვიმოეთი“
ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის მე -9 კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის საკლასო პროექტი „წვიმოეთი“ განახორციელეს. პროექტი მიზნად ისახავდა ხცისის თემის ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და საზოგადოების ინფორმირებას სოფელში არსებული ბუნებრივი გოგირდოვანი ცხელი…
ონლაინ აქცია – „ჩემი ტურისტული სააგენტო“
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 2015 წლის ნოემბერში, გამოცხადდა აქცია სახელწოდებით – „ჩემი ტურისტული სააგენტო“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პოპულარიზაცია მოსწავლეების მიერ სოციალური მედიის გამოყენების გზით. აქციის დაწყებამდე მოსწავლეები შეხვდნენ გიდების ასოციაციის წარმომადგენელს, რომელიც მათ ტურიზმის მნიშვნელობაზე…
სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი
2016 წლის 10 თებერვალს, ბათუმის №23 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ბ-ნმა გურამ ფარტენაძემ, X კლასში სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი ჩაატარა. ღია გაკვეთილის თემა იყო “თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან”. გაკვეთილის ჩასატარებლად მასწავლებელმა გამოიყენა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო. გაკვეთილზე მოწვეული იყო ადგილობრივი…
„ბავშვები ბულინგის წინააღმდეგ“
სოფელ რუისის №3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ბავშვები ბულინგის წინააღმდეგ“. პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და მათ გააქტიურებას ბულინგის აღმოფხვრის პროცესში. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ღონისძიება: მე-10…
ბლოგების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება
2016 წლის 10 თებერვალს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, გაიმართა ბლოგების კონკურსის – „სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისთვის“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. ბლოგების კონკურსი 2015 წლის ნოემბერში გამოცხადდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან 185-მა IX-XI კლასელმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან ჟიურიმ 14 გამარჯვებული…