სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს, რომელიც 2016 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით იყალთოში სასტუმრო „სავანეთში“ მიმდინარეობდა, პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების 22 პედაგოგი ესწრებოდა საქართველოს 11 რეგიონიდან. ბანაკი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. სამუშაო პროგრამა საგაკვეთილო გეგმების და საკლუბო პროექტების დაგეგმვაში მონაწილეთა…
CIVICS GE
Latest posts - Page 65
ახალგაზრდული ფორუმი „სამოქალაქო კლუბის წევრობიდან აქტიურ მოქალაქეობამდე“
2016 წლის 25 თებერვალს, ბათუმში, სასტუმროში „ინტურისტი“, ახალგაზრდული ფორუმი „სამოქალაქო კლუბის წევრობიდან აქტიურ მოქალაქეობამდე“ გაიმართა. ფორუმის მიზანი მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ადგილობრივი თემის საჭიროებების გამოვლენა და გადაწყვეტილებების მქონე პირებთან ერთად პრობლემის მოგვარების გზების მოძიება იყო. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის პარტნიორი 18…
პროექტი – დავიცვათ ჩვენი გარემო
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე საკლასო პროექტი განახორციელეს. სკოლის ეზო საჭიროებდა შემოღობვას, რადგან ეზოში მსხვილფეხა საქონელი შემოდიოდა და აზიანებდა ნარგავებს. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მოეგვარებინათ პრობლემა, მათ დაასუფთავეს სკოლის ტერიტორია, დახმარებისათვის მიმართეს სკოლის ადმინსტრაციას, რომელმაც…
პროექტი – „წარსულის კვალდაკვალ“
შპს ბესიკ ნიპარიშვილის მრავალპროფილიანი სკოლა – გიმნაზიის მე – 10 კლასის ოცმა მოსწავლემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ნინო ნიპარიშვილთან ერთად, განახორციელა მცირე გრანტის საკლასო პროექტი „წარსულის კვალდაკვალ.“ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიკვლიეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს ქალაქის ისტორია და ადამიანები, რომლებიც კონკრეტული…
ერთად გავიცნოთ ევროპა
2016 წლის 26 თებერვალს, ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა ზუგდიდის №4 საჯარო სკოლის მიერ განხორციელებული, მცირე გრანტის პროექტის „ერთად გავიცნოთ ევროპა“ დასკვნითი ღონისძიება. პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ევროინტეგრაციის საკითხებში. პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეებმა ჩაატარეს მოსახლეობის გამოკითხვა და…
ერთად ვიმოგზაუროთ სოფელ საზანოს ისტორიულ წარსულში
მოგზაურობა საზანოს ისტორიულ წარსულში სოფლის საჯარო სკოლის მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგის თემურ ჩუბინიძის ინიციატივით დაიწყეს. მოსწავლეებმა ნაკლებად იცოდნენ, რომ სოფელ საზანოს გამორჩეული ისტორიული წარსული და ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ მცირე გარანტის…
ონლაინ კონფერენციის სტუმარი ცნობილი ქართველი მწერალი, ბ-ნი გურამ დოჩანაშვილი
2016 წლის 25 თებერვალს, თბილისში, განათლების მულტიმედია ცენტრში, მოსწავლეების თხოვნით ონლაინ კონფერენციის სტუმარი იყო ცნობილი ქართველი მწერალი, კლასიკოსი ბ-ნი გურამ დოჩანაშვილი. ბატონმა გურამმა ისაუბრა საკუთარი ნაწარმოებების, ცხოვრების და საქმიანობის შესახებ. მოსწავლეებმა მწერალს დაუსვეს შეკითხვები კარგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ონლაინ კონფერენციის განმავლობაში…
საინტერესო სტუმარი პედაგოგთა ბანაკში
22 თებერვალს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს საინტერესო სტუმარი – დამხმარე სახელმძღვანელოს „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ ავტორი ბატონი ალუდა გოგლიჩიძე ეწვია. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ბატონმა ალუდამ მონაწილეებს გააცნო სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი და ესაუბრა მასში მოცემული საკითხების სწავლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. სტუმარმა…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი
2016 წლის 19 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, გაიხსნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ოთხდღიანი ბანაკი, რომლის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, პროგრამის ფარგლებში არსებული დამხმარე სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში გამოყენების ხარისხის გაუმჯობესება, გაკვეთილის…
სავანეთის მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნები განაახლეს
სავანეთის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების განახლება გადაწყვიტეს. 2 კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა წიგნები გადაარჩიეს და განაახლეს -შეაკეთეს. აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების მცირე რაოდენობაა (სავანეთის საჯარო სკოლა აზერბაიჯანულენოვანია). მოსწავლეებმა დასახმარებლად ბოლნისის საბავშვო…