სკოლა „ივერონის” სამოქალაქო განათლების კლუბმა განახორციელა მცირე გრანტის პროექტი სახელწოდებით „მოსწავლეთა უსაფრთხოება სკოლის გარეთ“. პროექტის მიზანი სამანქანე გზებზე არსებული პრობლემებისგან მოსწავლეთა დაცვა და საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გახლდათ. სამოქალაქო კლუბის „ივერონი“ წევრებმა, 2015 წლის დეკემბრიდან…
CIVICS GE
Latest posts - Page 64
მოსწავლეთა ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში
2016 წლის 4 მარტს თბილისის 6 სკოლის 10 მოსწავლე ქალთა საინფორმაციო ცენტრს ეწვია. მოსწავლეებს ცენტრის დამფუძნებელი ელენე რუსეცკაია და გენდერული ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობისა და სოციალური განათლების მიმართულების კოორდინატორი მამუკა გაჩეჩილაძე შეხვდნენ. ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს პრეზენტაცია გენდერულ თანასწორობისა და ოჯახში…
ქალთა კვირეული დაბა ურეკის საჯარო სკოლაში
დაბა ურეკის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, ისტორიულ მოვლენებსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალის როლის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, კვირეული მოაწყვეს. კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდებმა ჩაატარეს ესეების კონკურსი თემაზე ,,წარმატებული ქალები“ და 11 მარტს მოაწყვეს შეხვედრა დაბის უხუცეს ქალბატონებთან. შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს მათ…
შეხვედრა წარმატებულ აზერბაიჯანელ ქალებთან
2016 წლის 9 მარტს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში ჩატარდა შეხვედრა წარმატებულ აზერბაიჯანელ ქალებთან – მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომელ ნილუფერ კურბანოვასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრ თურაჯ იბრაგიმოვასთან. სტუმრებმა ისაუბრეს ქალის როლზე საზოგადოებაში, გაუზიარეს მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება, გაიხსენეს ცნობილი…
კონკურსი „ქალები ცვლილებებისთვის“
2016 წლის 11 მარტს, ქუთაისში, ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; იმერეთის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრების მონაწილეობით, კონკურსის „ქალები ცვლილებებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება. შემაჯამებელ ღონისძიებაზე 19-მა ფინალისტმა წარადგინა პრეზენტაციები, იმ ცნობილი, თუ უცნობი ქალების შესახებ, რომლებიც არიან…
ეფექტური თანამშრომლობა კლუბის სამომავლო მდგრადობისთვის
გურიანთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,თავისუფალი არჩევანი“ სკოლის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და თემთან თანამშრომლობით სკოლის ეზოში ფეიჰოას ნერგები გააშენა. ფეიჰოას ნერგების გაშენება მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით გადაწყვიტეს. ანი ქავჟარაძე, სამოქალაქო კლუბის წევრი: ,, პროგრამის ,,მომავლის თაობა“ დასრულების შემდეგ…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკის სტუმარი – შორენა ბუხრაშვილი
2016 წლის 6 მარტს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი სტუმრობდა. მან პედაგოგებს თავის გამოცდილებაზე უამბო, თუ როგორ თანამშრომლობს პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორ სკოლებთან და როგორ უჭერს მხარს ახალგაზრდებს სკოლისა…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკი, 2016 წლის 4-8 მარტი
2016 წლის 4-8 მარტს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბანაკს იყალთოში სასტუმრო „სავანეთი” მასპინძლობდა. პედაგოგები საქართველოს 11 რეგიონიდან აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო განათების სწავლებაში, მათ მიერ მიღწეული შედეგების და გამოცდილების გაზიარების პროცესში. ბანაკის მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები სამოქალაქო…
ქალი-წარსული და თანამედროვეობა
2016 წლის 3 მარტს გორში, სუხიშვილების სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია “ქალი- წარსული და თანამედროვეობა”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის „მომავლის თაობა“ შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, გორის მერიის, გორისა და კასპის გამგეობის, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების…
ქალის როლი მშვიდობის დამყარების პროცესში
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით დაგეგმილი ქალთა კვირეულის ფარგლებში, 2016 წლის 7 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით ფილმის „ახლა საით წავიდეთ“ ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ახალციხის კერძო…