მარიამ მითაგვარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი გახდა. სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრების შემდეგ კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მარიამი პერსონალური კომპიუტერით დაასაჩუქრა. „პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში, მოვხვდი რადიო „ოდიშში“ სტაჟირების…
CIVICS GE
Latest posts - Page 63
აშშ ელჩს, იან კელის და მის მეუღლეს მოსწავლეებმა უმასპინძლეს
2016 წლის 25 მარტს, ქ. თბილისის №186 საჯარო სკოლაში გაიმართა გამოფენა და მოსწავლეთა თხზულებების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება თემაზე „ქალის როლი საქართველოს ისტორიასა და დღევანდელობაში“. მოსწავლეებმა სტუმრებს წარუდგინეს ინფორმაცია საქართველოს ისტორიიდან 10 გამოჩენილი ქალბატონის საქმიანობის შესახებ. ღონისძიება გახსნა სამოქალაქო განათლების პროგრამის…
პროექტი „ნათელი მომავალი“
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მცირე გრანტის პროექტის „ნათელი მომავალი“ ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს, რომელშიც სკოლის სხვადასხვა კლასის და ასაკის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონცერტიდან შემოსული თანხით გარემონტდა სამქალაქო განათლების ოთახი, ხოლო მცირე გრანტის პროექტის თანხით კლუბმა შეიძინა…
ეფექტური თანამშრომლობა ადგილობრივ მედიასთან
დაბა ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგ თამარ კურტანიძესთან ერთად, მცირე გრანტის პროექტის ,,ბავშვები ბავშვებისთვის“ განხორციელების პროცესში ითანამშრომლეს ადგილობრივ მედიასთან ,,გურია ნიუსი“, რომლის ოპერატორმა მოსწავლეებს შეასწავლა მარტივი ვიდეოს გადაღების და დამონტაჟების წესები. მიღებული ცოდნის…
პროექტი ,,წიგნი ყველგან და ყოველთვის!“
საკრამულის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს მცირე გრანტის პროექტი ,,წიგნი ყველგან და ყოველთვის!“ პროექტის მიზანი სკოლის ბიბლიოთეკის მწირი და მოძველებული ფონდის განახლება იყო. მოსწავლეებმა, წინასწარი გამოკითხვის საფუძველზე, შეადგინეს შესაძენი წიგნების სია. პროექტის ფარგლებში შეიძინეს 59 დასახელების წიგნი, რომელიც უკვე…
შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან
2016 წლის 17 მარტს თიანეთის N1 საჯარო სკოლის მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეთა ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა პოლიტიკოს ქალბატონებთან – თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ქ-ნ ლელა ქიტესაშვილთან და გამგებლის მოადგილე ქ-ნ ლალი ბუწანკალურთან. შეხვედრაში, რომელიც კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა, მასპინძლებთან ერთად…
ეშტიის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი
2016 წლის 18 მარტს სამცხეჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი თემაზე – ,,თანამშრომლობა, პარტნიორთა შერჩევის პრინციპები, თანამშრომლობის წესები;;. გაკვეთილი ჩაატარა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლალაზარ აროიანმა პროგრამის ფარგლებში გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა საზოგადოებრივი…
სამოდელო გაკვეთილი თემაზე „ნაადრევი ქორწინება“
2016 წლის 17 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის №1 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩატარდა სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი თემაზე „ნაადრევი ქორწინება“. გაკვეთილი ჩაატარა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა დათო ხასაიამ. გაკვეთილის მსვლელობის დროს პედაგოგმა გამოიყენა დამხმარე სახელმძღვანელო “მონაწილეობა სკოლის თვითმართველობაში“. გაკვეთილის მსვლელობისას…
გამწვანების აქცია სვირის საჯარო სკოლაში
სოფელ სვირის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია“, რომლის მიზანი ბუნებაზე ზრუნვა გახლდათ. მოსწავლეები პროექტის დასრულების შემდეგაც აგრძელებენ ბუნების დაცვით საქმიანობას. 2016 წლის 10 მარტს, სოფელ სვირის სკოლის ეზოში ყვავილების ბილიკი დაირგა.…
პოსტერების კონკურსი ბულინგის თემაზე
თებერვლის თვეში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გამოცხადებულ იყო პოსტერების კონკურსი ბულინგის თემაზე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჯანდარას, თელეთის, კალინინოს, გარდაბნის №4 საჯარო სკოლაში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების – არაფლოს, ილმაზლოს, ქეშალოს, კირაჩმუღანლოს, ზემო სარალის, ყულარის, თაქალოს, შაუმიანის № 2 და…