2016 წლის 28 მარტს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მე–9 კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი „მომავალი თაობა დემოკრატიული მშენებლობის პროცესში“ შეაჯამეს. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობა იყო. მოსწავლეები ამ მიზნის მისაღწევად…
CIVICS GE
Latest posts - Page 62
ახალგაზრდული ფორუმი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში
2016 წლის 31 მარტს, წილკნის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი მცხეთა -მთიანეთის 4 სასკოლო სამოქალაქო კლუბის 25 წარმომადგენლის, პარტნიორი ორგანიზაციისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. ფორუმის მსვლელობისას გამოიკვეთა ხუთი პრიორიტეტული თემა და ჯგუფებმა უკვე ამ თემებიდან მათთვის უპირატესი პრობლემები…
ჯგუფური ვიზიტი სახალხო დამცველის ოფისში
2016 წლის 18 მარტს ერედის, ქვეშეთისა და ანანურის საჯარო სკოლების მეცხრე-მეათე კლასის 22 მოსწავლე და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვივნენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს თბილისში. ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს ეკატერინე სხილაძეს, რომელიც სტუმრებს ბავშვთა…
პროექტი – „ფუტკარი ჯანმრთელობის და განვითარების საწინდარია“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „იმედი ხვალის“ წევრებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ფუტკარი ჯანმრთელობის და განვითარების საწინდარია“. პროექტის მიზანი იყო მეფუტკრეობის აღორძინება და მოსწავლეებში ფუტკრის მოვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი უნარების გამომუშავება და შემდგომში პროდუქციიდან…
ნაგომარის სკოლის მოსწავლეების მიერ განხორცილებული ადვოკატირების პროცესის შედეგად სოფელში სპორტული მოედანი აღდგება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს საკლასო პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. მოსწავლეების მიერ ინიცირებული პროექტის მიზანი იყო სოფლის ცენტრში მდებარე სპორტული მოედნის კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა. მოსწავლეებმა დახმარებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს. განხილვის…
თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის ბიბლიოთეკის განახლება დაისახეს მიზნად. დახმარებისთვის სოფლის საკრებულოს დეპუტატს ბატონ სერგო ლობჯანიძეს მიმართეს. ბატონმა სერგომ მოიწონა მოსწავლეების ინიციატივა და დახმარება გაუწია მათ – საკრებულომ შეიძინა 200 ლარის ოდენობის წიგნები და გადასცა…
მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC) და PH International საქართველო: ახალი პარტნიორობა ინკლუზიური გარემოს შექმნისთვის
PH International საქართველო მოხარულია გაცნობოთ ახალი თანამშრომლობის შესახებ. PH International საქართველოს პარტნიორობას გაუწევს მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC), რომელიც არის ქართული არაკომერციული ორგანიზაცია და დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს. PH International საქართველოს ონლაინ პლატფორმის www.initiatives.ge გამოყენებით, მოსწავლეები…
მოსწავლეების შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
2016 წლის 29 მარტს თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვივნენ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს ქ-ნ თამარ ტალიაშვილს და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს ბ-ნ გიორგი ალიბეგაშვილს შეხვდნენ. მოსწავლეებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული შენობაში…
ტურისტული ალისუბანი
თერჯოლის კერძო სკოლის „მზეკაბანი 2007“ მეათე კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის ფარგლებში“ საკლასო პროექტი “ტურისტული ალისუბანი” განახორციელეს. პროექტს რამდენიმე მიზანი აქვს: ალისუბნის ტურისტული პოტენციალის გაზრდა, სოფელში არსებული მაჩიტაურის ციხისა და მდინარე ჩხარაზე ალისუბნის კანიონის ფართე საზოგადოებისათვის გაცნობა,…
მოსწავლეების განსხვავებული ინიციატივა
თბილისის №63 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ დაბინძურებული ქუჩების პრობლემის მოგვარება განსხვავებული გზით სცადეს. კლუბის წევრებმა 4 სხვადასხვა ქუჩაზე (უზნაძე, პასტერი, დგებუაძე და კახიძე) დაახლოებით 30 ადგილას, ასფალტზე გააკეთეს წარწერა -“ურნა 40 მეტრში”. წარწერა მოსახლეობას…