გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბ-ნი გოჩა ჯამარაული და გამგებლის მოადგილე ბ-ნი დუნიამალ გაჯიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვდნენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: კალინინოს, ჯანდარას, ნაზარლოსა და გარდაბნის №4 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამგებელს და მის მოადგილეს გააცნეს…
CIVICS GE
Latest posts - Page 61
ჩემი ქვეყნის სისუფთავე, ჩემით იწყება
2016 წლის მარტში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, კონკურსი – „სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის“ გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „დემოკრატიის კვალდაკვალ“ წევრმა რუსუდან ზედგინიძემ მიიღო. მან საკონკურსოდ ეკოლოგიის თემა აირჩია, სახელწოდებით „ჩემი ქვეყნის სისუფთავე, ჩემით…
შეხვედრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი დავით დვალი ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებს საკრებულოს დარბაზში შეხვდნენ. კლუბის წევრებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელებს ქალაქში მათ მიერ დანახული პრობლემები გააცნეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს – ზებრა…
სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სკოლის ეზოში ძელსკამები დაიდგა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლის ეზოში ძველი ძელსკამები განახლდა და ახლებიც დაიდგა. სოფლის გამგეობამ მოსწავლეებს სკოლის ეზოში სკამების დასამონტაჟებლად საჭირო მასალა გადასცა. 12 აპრილს, სკოლის ეზოში ახალი ძელსკამები დამონტაჟდა და არსებული ძელსკამები განახლდა. ძელსკამები დაიდგა ასევე, სკოლის…
სამოქალაქო განათლების გაკვეთილიდან წარმატებულ აქტიურ მოქალაქეობამდე
2016 წლის 26 აპრილს, ბათუმში გაიმართა შეხვედრა – „სამოქალაქო განათლების გაკვეთილიდან წარმატებულ აქტიურ მოქალაქეობამდე“. შეხვედრას ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე პროექტული სწავლების მეთოდების გაზიარება იყო. ღონისძიებაზე სოფელი…
მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში ღია სპორტული მოედანი მოწესრიგდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “მომავლის გზა” წევრი მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში ღია სპორტული მოედანი მოწესრიგდა. წლების განმავლობაში სპორტული მოედანი დაფარული იყო ქვით, არ ჰქონდა მწვანე საფარი და ამიტომ იქ არ ტარდებოდა სპორტული აქტივობები. სკოლის დირექციამ ვერ შესძლო…
სკოლის განახლებული გარემო
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი განახორციელეს, რომელიც სკოლის ეზოს მოწესრიგებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებმა, პედაგოგების დახმარებით, ძველი ქვევრებისგან დაამზადეს ქოთნები, შეღებილი ავტომობილის ბორბლებისგან და ქვებისგან ააწყვეს საყვავილეები, შეღებეს ხის კუნძები, რომლებსაც სკამების ფუნქცია მიენიჭა. საყვავილეებში…
მოსწავლეების სასწავლო ვიზიტები
იმერეთის, პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით თავისუფალ უნივერსიტეტში, თბილისის იუსტიციის სახლსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ. თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის დაარსების, განვითარების და მის უპირატესობების შესახებ მოსწავეებისთვის პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს, საბუნებისმეტყველო დარგის მუზეუმს, კამპუსის ბიბლიოთეკას, კულინარიის…
მოსწავლეთა ინიციატივით თემში უსაფრთხო გარემო შეიქმნა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების ინიციატივით, სკოლის ახლოს მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდება. აღნიშნული ნაგებობა უკვე დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია. ზამთარში დიდთოვლობის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. შენობა სკოლის გვერდით მდებარეობს…
დედაენის დღე
2016 წლის 14 აპრილს თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს. მათმა ნაწილმა აქცია სკოლაშივე მოაწყვეს და თანატოლებს გავრცელებული ბარბარიზმების შესაბამისი ქართული სიტყვების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სკოლის ფარგლებს გასცდნენ თბილისის №155 და №107 სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების წევრები. მათ,…