ბანერი განთავსდა პროექტ “ნარჩენების მწვანე სიცოცხლის” ფარგლებში, რომელიც ჩვენი პროგრამისგან მიღებული მცირე გრანტით განახორციელეს. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებმა ასევე გაავრცელეს საინფორმაციო ფლაერები.
CIVICS GE
Latest posts - Page 6
“ბიბლუსმა” მოსწავლეთა 3 პროექტი დააფინანსა!
კომპანიის მხარდაჭერით:თბილისის #133 საჯარო სკოლის მოსწავლეება შექმნეს სკოლის გაზეთი. #177 სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი Laterna Magika, რომელიც გულისხმობდა სკოლის ეზოში მულტიფუნქციური სივრცის შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს თბილისის #42 საჯარო სკოლის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები მოაწყობენ “დემოკრატიული სივრცეს” სკოლაში.
სატუმრო “მანინო უწერა”-მ სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პროექტი “წიგნი – ცოდნის წყარო” დააფინანსა.
სკოლას უკვე ეწვია სასტუმროს წარმომადგენელი შოთა საგანელიძე, რომელმაც მოსწავლეებს წიგნები გადასცა. სკოლასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა ჩვენი პროგრამის ფარგლებში, რაჭაში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე დაიწყო. მათი მიზანი იყო სკოლის ბიბლიოთეკისთვის ახალი წიგნები შემატება და “მკითხველთა კლუბის” ჩამოყალიბება. ასევე, გეგმავენ ძველი წიგნების…
პროფესიული ორიენტაციის განვითარების მიზნით, კახეთში 21-მა მოსწავლემ სტაჟირება გაიარა.
მოსწავლეებს უმასპინძლეს ორგანიზაციებმა: კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი, კახეთის ხმა, მედია ცენტრი კახეთი და კომუნალური ბარი თავსატეხი. მოზარდებს საშუალება ჰქონდათ, რომ საკუთარი თვალით ენახათ ამ ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკა, რაც დაეხმარება მათ სამომავლო პროფესიის არჩევაში.
ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი “დემოკრატიული სკოლა” გრძელდება!
ფორუმის მეორე დღეს, საქართველოს მასშტაბით კიდევ 11-მა სხვადასხვა სკოლამ წარმოადგინა პრეზენტაციები. მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა დამსწრეებს გაუზიარეს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივები. ფორუმი გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ასევე, ფორუმზე დამსწრეებს სიტყვით…
ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი “დემოკრატიული სკოლა” დაიწყო!
ფორუმში, საქართველოს მასშტაბით, 11 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ დამსწრეებს გაუზიარეს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივები. ღონისძიებას ონლაინ დაესწრო 800-ზე მეტი ადამიანი. ფორუმი გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ.…