გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი მოსწავლეების ინიციატივით სკოლის ეზოში მოეწყო სკვერი, სადაც მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის პერსონალს თავისუფალი დროის გატარების, დასვენების ან მოცდის საშუალება ექნებათ. კლუბის წევრებმა, ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, თხოვნით მიმართეს …
CIVICS GE
Latest posts - Page 58
განვაახლოთ სააქტო დარბაზი თბილისის №157 საჯარო სკოლაში
თბილისის №157 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც „მომავლის თაობა“ პროგრამის მცირე გრანტის მხარდაჭერით, დაიწყეს სკოლის ღონისძიებათა დარბაზის რენოვაცია. მათ მოახერხეს სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების მობილიზება, რომ აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა პროექტში. სკოლის ადმინისტრაციამ გამოყო 2500 ლარი სკოლის ბიუჯეტიდან. პარალელურად, მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა…
ფეისბუქმუზეუმი: ჟინვალი – წყალსაცავამდე
ჟინვალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა ანა ღანიაშვილმა, თორნიკე გულიშვილმა და გიორგი ნაყეურმა მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისათვის“. მოსწავლეებმა ერთობლივი პროექტი ,,ფეისბუქმუზეუმი: ჟინვალი – წყალსაცავამდე“ წარმოადგინეს. პროექტმა კონკურსში ,,ჟიურის სიმპათია“ დაიმსახურა. https://goo.gl/435asd…
საკლასო პროექტი – ტურიზმი ბალდაში
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდას საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეების ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, სოფლის ცენტრში დაიდგა ორენოვანი ბანერი, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუმრებს გაუადვილებს სოფელში და მის გარეუბნებში არსებული ისტორიული ძეგლების ნახვას. სოფელ ბალდას ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებმა…
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ბადიაურისა და ყანდაურას თემში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბადიაურის და ყანდაურას სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები, მოიწვიეს სკოლაში ექიმი, რომელმაც ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებზე ისაუბრა, თემში დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები და ორგანიზება გაუკეთეს ერთობლივ მარათონს. მარათონს მხარი დაუჭირეს…
გადავარჩინოთ კოლხური ბზა
კოლხური ბზა, რომელიც „წითელ წიგნშია“ შეტანილი, გადაშენების პირასაა. უკანასკნელ წლებში ბზის ბუნებრივი კორომების უდიდესი ნაწილი სრულიად განადგურდა გავრცელებული დაავადების გამო. აღდგენითი ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარებაა საჭირო, რათა უნიკალური, კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც გადარჩეს. პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა სამეგრელოსა…
მიქავას სკოლის მოსწავლეების პროექტი – ,,წიგნი საგანძურია“
თანამედროვეობაში წიგნს კომპიუტერის სახით კონკურენტი გამოუჩნდა, მოზარდთა უმეტესობა წიგნს ნელ-ნელა შორდება, ნაკლებად სარგებლობს ბიბლიოთეკით, ამას ისიც ემატება, რომ სკოლის ბიბლიოთეკები განიცდიან ახალი წიგნების ნაკლებობას. მიქავას საჯარო სკოლის პროექტმა ,,წიგნი საგანძურია“ საშუალება მისცა მოსწავლეებს გაღვივებოდათ წიგნის სიყვარული და კითხვის ინტერესი. პროექტის…
სკოლის ეზოს კეთილმოწყობა
თბილისის №141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე საგრანტო პროექტი სახელწოდებით – “სკოლის ეზოს კეთილმოწყობა“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კეთილმოწყობილი და ჯანსაღი გარემოს შექმნა სკოლაში. თავდაპირველად მოსწავლეებმა დაასუფთავეს აღნიშნული ტერიტორია. სკოლის ადმინისტრაციამ პროექტის ფარგლებში შეიძინა რკინის ბადე, საღებავები და უზრუნველყო…
სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის
თბილისის №30 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში „სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის“. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს სმენის პრობლემის მქონე მოზარდებისთვის ჟესტურ ენაზე გადაეტანათ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიდეოები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს Facebook-ის და YouTube-ის გვერდი,…
მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა
2016 წლის 28 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა. პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო პროგრამის ფარგლებში 2015-2016 სასწავლო წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საქმიანობის შედეგები. შეხვედრის…