ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეებისთვის შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას თბილისის 8 სკოლის 19 მოსწავლე ესწრებოდა. ვიზიტის დროს მოსწავლეები შეხვდნენ ცენტრის დირექტორს ბ-ნ გიორგი ფარეშიშვილს, რომელმაც ისაუბრა ევროპულ ღირებულებებზე, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და…
CIVICS GE
Latest posts - Page 56
რესურს ოთახი ზოვრეთის სკოლაში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლაში რესურს ოთახი საზეიმო ვითარებაში “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ წარმომადგენელმა გახსნა. ოთახი პროექტის ,,თანადგომა“ ფარგლებში შეიქმნა და ადაპტური ინვენტარით აღიჭურვა. პროექტის ფარგლებში სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ჯერ ხელის დაბანის წესების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, შემდეგ…
სასწავლო ვიზიტები იმერეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებისთვის
იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო სასწავლო ვიზიტებში. კლუბის წევრები ქუთაისის 59ე საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდნენ, სადაც კომისიის თავმჯდომარეს ბატონ ავთანდილ ოსეფაიშვილს, საიას თავმჯდომარეს გიორგი სანტურიანს და საიას პროგრამების დირექტორს ნოდარ ჯიქიას შეხვდნენ, რომლებიც მოსწავლეებს საარჩევნო კოდექსზე,…
პროექტი – ,,შეზღუდვების გარეშე“
2016 წლის 6 ოქტომბერს სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლაში მოეწყო მცირე გრანტის პროექტის ,,შეზღუდვების გარეშე“ შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრაზე სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ რეგულაციებსა და სტანდარტებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს შშმ პირთა ინტეგრაციისთვის. ასევე წარმოადგინეს მცირე გრანტის ფარგლებში მომზადებული ვიდეოკლიპის…
თბილისის მოსწავლეები – სტაჟირების კომპონენტის მონაწილენი
თბილისის №29 და №150 სკოლის სამი მოსწავლე ცხრა დღის განმავლობაში დღის ცენტრში „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას, რომ საჭიროებენ“, მოხალისედ მუშაობდა. აღნიშნულ პერიოდში კლუბის წევრები გაეცნენ ორგანიზაციის სტრუქტურას და ჩაერთნენ დღის ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში. აღნიშნულ ცენტრში ფუნქციონირებს სოციალური თერაპიის სახლის 8…
პროექტი – ,,ლამაზი გარემო მომავალს”
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,ლამაზი გარემო მომავალს“. პროექტის მიზანი იყო სკოლის ეზოს მოწესრიგება. კლუბის წევრებმა სოფლის გამგებელს მელიტონ მეტრეველს და უწერას მაჟორიტარ დეპუტატს ნაირა ლობჯანიძეს მიმართეს დახმარებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა…
პროექტი „ ექო
ბორჯომის ივანე ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა დამოუკიდებელი პროექტი „ექო“, რომელიც მიზნად ისახავდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტის დასაწყისში მოსწავლეები დაესწრნენ ტრენინგს შშმ პირთა საჭიროებების შესახებ, შემდეგ გაიმართა შეხვედრა ბორჯომის საკრებულოში, სადაც ა/ო…
სოფელ ფურტიოს მოსწავლეები – ბუნების დამცველები
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი თემის ინფორმირება უკანონო ხე–ტყის ჭრასა და ამ მიზეზით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებზე, იმ მძიმე შედეგებზე, რაც მოყვება გარემოს დაბინძურებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა გამოკითხვა თემში არსებული პრობლემების…
კასპის სკოლა გიმნაზიაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ამსახველი მუზეუმი გაიხსნა
2016 წლის 20 სექტემბერს კასპის სკოლა გიმნაზიაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ამსახველი მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნის ცერემონიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დირექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაცია PH International-ის , კასპის მუზეუმების გაერთიანების, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოება…
ესეს წერის ტრენინგი გორის მოსწავლეებისათვის
2016 წლის 9 სექტემბერს გორის სკოლების მოსწავლეებს ჟურნალისტმა ნინო ჩიბჩიურმა ესეს წერის პრინციპები და სტრუქტურა გააცნო. სულ ცოტა ხნის წინ ქ-ნი ნინო საუკეთესო ესეს ავტორი გახდა და საკუთარი ნამუშევარი თემაზე ,,რელიგია და დემოკრატია” ეგვიპტეში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა. თეორიული ნაწილის…