2016 წლის ბოლოს, აჭარის, სამცხე–ჯავახეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში, სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა. შეხვედრებზე მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა გააცნეს ადგილობრივ საზოგადოებას – პარტნიორი სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების,…
CIVICS GE
Latest posts - Page 53
სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
2016 წლის 15 დეკემბერს, ახალქალაქში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა გახსნა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა, პროექტის „მომავლის თაობა“ კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, მზია ინასარიძემ და საანგარიშო პერიოდში პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პედაგოგთა…
“ჩვენ ვიცავთ კანონს” – ბორჯომის კერძო სკოლა-ლიცეუმი ახალ პროექტს იწყებს
2016 წლის 2 დეკემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მცირე გრანტის პროექტის „ჩვენ ვიცავთ კანონს“ პრეზენტაცია. ღონისძიება გახსნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია გულიაშვილმა. მან ისაუბრა სამოქალაქო პროგრამისა და მცირე გრანტის კომპონენტის მნიშვნელობაზე.…
საკლასო პროექტი – ,,გახდი მწვანე მოქალაქე“
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა საკლასო პროექტი ,,გახდი მწვანე მოქალაქე“. პროექტის პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები, ნახეს ფილმი ,,Nature is speaking – Mother nature ” და გამართეს დისკუსია. სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა ნახატების…
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
თბილისის №217 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის “პაი” წევრებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მათ ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმეს ინიციატივა სახელწოდებით “შიდსი არ არის განაჩენი!”, რომლის მიზანიც მოსწავლეებსა და პედაგოგებში შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გახლდათ. თავდაპირველად, კლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა,…
ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს ესტუმრნენ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტიბაანის საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეები და სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქ-ნი ნანა მაისურაძე, თბილისში ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ. სტუმრებს უმასპინძლა ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბ-ნმა გიორგი ფარეშიშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და…
ჯუგაანის მოსწავლეების ინიციატივა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის IX და X კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დახმარება გაეწიათ უმცროსკლასელი მოსწავლეებისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, განსაკუთრებით კი დახმარებოდნენ მათ გაკვეთილების მომზადებაში და იმ საგნების დაძლევაში, რომელთა ათვისება მათ უფრო უჭირდათ. ასევე, მეტი დრო დაეთმოთ მათთვის და…
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სურამის მოსწავლეების მიერ
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, განახორციელეს პროექტი ,,ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ მომავალს!“ მოსწავლეებმა სკოლაში მოიწვიეს ექიმი ფსიქიატრი და ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, ისაუბრეს მავნე…
შშმ პირთა საერთაშორისო დღე
ბოლნისის კერძო სკოლა „დავითიანის” მე-9 და მე-10 კლასებმა საკლასო პროექტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას დაუთმეს. პროექტის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეები ბოლნისის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ. აღსაზრდელებთან ერთად დაამზადეს პოსტერები ტოლერანტობასა და თანასწორუფლებიანობის თემებზე. ისაუბრეს სრულფასოვანი გარემოს…
კირაჩმუღანლოს სკოლაში ნახატების კონკურსი მოეწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის “საინტერესო თაობა” ინიციატივითა და ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სკოლაში მოეწყო ნახატების კონკურსი “მამები და ქალიშვილები”. კონკურსის მონაწილეებმა თავის ნამუშევრებში ასახეს მათ თემში მამებისა და ქალიშვილების დამოკიდებულება ოჯახში და გოგონების…