2017 წლის 7 მარტს გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში ქალთა კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესეების კონკურსის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო ისტორიები ქალებზე. კვირეულის ფარგლებში პროგრამის ,,მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბებმა სხვადასხვა საქმიანობები განახორციელეს: მოიძიეს თავიანთ თემში…
CIVICS GE
Latest posts - Page 51
„ჩხუტუნეთის მატერიალურ-კულტურული ძეგლის – ქვის საწნახელების პოპულარიზაცია“
2017 წლის 7 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა მცირე გრანტის პროექტის „ჩხუტუნეთის მატერიალურ-კულტურული ძეგლის – ქვის საწნახელების პოპულარიზაცია“ დასკვნითი ღონისძიება, სადაც შეჯამდა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. პროექტის მიზანია იყო ჩხუტუნეთის სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლების – ჭონჭყოს…
სავანეთის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ითავეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „მოსწავლეებში წიგნის კითხვის კულტურის ამაღლება“. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა და სკოლას გადასცა 500 ლარი. სკოლაში განახლდა ოთახი, სადაც მოეწყო სამკითხველო, შეივსო წიგნების ფონდი, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების…
პროექტი – „უარი ნაადრევ ქორწინებას“
თბილისის №209 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის „უარი ნაადრევ ქორწინებას“ ფარგლებში მათი თანატოლების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება დაისახეს მიზნად. მოსწავლეების თქმით მათ თემში ნაადრევი ქორწინების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ამ თემაზე მუშაობა. თავდაპირველად მოსწავლეებმა…
„უთხარი არა ბულინგს!”
ჩვენ, თბილისის №199 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა გადავწყვიტეთ ჩვენს სკოლაში თანატოლთა შორის ჩაგვრის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ჩაგვეტარებინა. შევადგინეთ კითხვარი, რომ დაგვედგინა რა იციან მოსწავლეებმა ბულინგის შესახებ. სკოლის ფსიქოლოგთან კონსულტაციების შემდეგ მოვამზადეთ ინფორმაცია ბულინგის (თანატოლთა ჩაგვრის) ფორმებისა და პრევენციის შესახებ…
მოსწავლეების პროექტების პრეზენტაცია
2017 წლის 25 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული პროექტები. სტენდებზე გამოფენილი იყო ამ პროექტების ამსახველი ფოტომასალა. ფოტოგამოფენა დაათვალიერეს საქართველოს განათლებისა და…
თელავში საგზაო უსაფრთხოების აქცია-პერფომანსი გაიმართა
2017 წლის 24 თებერვალს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ კახეთის რეგიონის მონაწილე სკოლების მოსწავლეების ინიციატივით თელავში აქცია-პერფომანსი გაიმართა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. აქციის მონაწილეებმა ქალაქის მთავარი მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს და ნაავარიები მანქანა იმის მტკიცებულებად მიიტანეს, რომ საგზაო მოძრაობის…
მოსწავლეები ღია ეთერში ქალაქის პრობლემებზე საუბრობენ
2017 წლის 23 თებერვალს ახალციხეში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა „ახალგაზრდული შოუ“, რომელსაც სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე, ქ. ახალციხის კერძო სკოლის „მზექა“ მოსწავლეები მარიამ მელიქიძე და გიორგი გიქოშვილი უძღვებოდნენ. დაზიანებული კედლები, დამსხვრეული ლამპიონები, დანაგვიანებული ქუჩები –…
პროექტი-„წიგნი-ჩვენი მეგობარი”
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა პროგრამის ,,მომავლის თაობა“ ფარგლებში განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,წიგნი – ჩვენი მეგობარი“. პროექტის ფარგლებში განახლდა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, შეიქმნა მკითხველთა კლუბი ,,წიგნის ქურდები“, მოსწავლეებმა ცოდნა, გამოცდილება და ახალი უნარ–ჩვევები შეიძინეს. პროექტს მხარი დაუჭირა…
მოსწვლეთა ინიციატივით აღდგენილი სასადილო სკოლაში
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განხორციელებული მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების გამოცდილება შეიძინეს. შემდგომში გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხით სკოლის ადმინისტრაციამ სკოლის სასადილოსთვის შეიძინეს 4 მაგიდა და 8 სკამი. სასადილოს სრული რეაბილიტაციისათვის, მოსწავლეები დაუკავშირდნენ…