სკოლის ეზოს მოწესრიგებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ნაგომარის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტი განახორციელეს სახელწოდებით ,,ჩემი სკოლა ჩემი სახლია“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა ეზოს დიზაინის შემუშავების მიზნით და ამის საფუძველზე შექმნეს მაკეტი, სკოლასა და თემში…
CIVICS GE
Latest posts - Page 49
ზემო ქედის სამოქალაქო კლუბის საქველმოქმედო პროექტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის სამოქალაქო კლუბმა ,,კრეატივი‘’ განახორციელა საქველმოქმედო პროექტი ,,ჩემთვის უსარგებლო, სხვისთვის სასარგებლო“. კლუბის წევრებმა ჩაატარეს სოფელში არსებული პრობლემების კვლევა.კვლევის შედეგების საფუძველზე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დახმარებოდნენ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს და ზედა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყოთ საქველმოქმედო ოთახი. ამისათვის ახალგაზრდებმა…
მოსწავლეთა ინიციატივით სოფლის შესასვლელში საინფორმაციო აბრა განთავსდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,მამული“ გადაწყვიტა მოეგვარებინა სოფლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და სოფლამდე მისასვლელ გზაზე განეთავსებინა ორი საინფორმაციო აბრა სოფლის სახელწოდებით, რათა სოფელი ჭიაურში მიმსვლელი გზა ადვილად მისასვლელი გამხდარიყო. კლუბის ,,მამული“ წევრებმა დაიწყეს ადვოკატირების კამპანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის…
პროექტი „წიგნი ცოდნის წყარო“
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტი „წიგნი ცოდნის წყარო“ განახორციელეს. პროექტის მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, სკოლის ბიბლიოთეკის განახლება და შევსება ახალი მხატვრული, ისტორიული, შემეცნებითი წიგნებით. მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა, რათა დაედგინათ რა სახის ლიტერატურა სჭირდება…
სკოლის ეზოში რეკრეაციული ზონის მოწყობა
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს, ბალდისა და კიწიის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ განხორციელდა ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტი ,,სილამაზე და დასვენება“, რომელიც სკოლის ეზოებში რეკრეაციული ზონის მოწყობას, ახალგაზრდებში ეკოლოგიურ საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლებას, საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის განვითარებას ისახავდა მიზნად. სკოლებში სკვერის მოწყობისთვის შეირჩა…
მოსწავლეების შეხვედრა აჭარის ტელევიზიაში
2017 წლის 26 აპრილს, ბათუმის გენდერის მედიაცენტრში პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მოსწავლეების ინიციატივით განხორციელებული პროექტების შესახებ და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მოსწავლეებმა…
თავისუფლება უფლებების საწინდარია
2017 წლის 26 აპრილს, ქალაქ ბათუმის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტის „თავისუფლება უფლებების საწინდარია“ დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის №23, კირნათის, მარადიდის და აჭარისწყლის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მოეწყო ბულინგის თემაზე…
კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება
2017 წლის 20 აპრილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გაიმართა პედაგოგთა ბლოგების კონკურსის „სამოქალაქო განათლების გზავნილები“ და მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა პროგრამის დირექტორი, მარინა უშვერიძე. შემდეგ კი კონკურსში გამარჯვებულმა პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები…
საქველმოქმედო ღონისძიება სენაკში
სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სენაკის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით საქველმოქმედო საღამო გაიმართა 5 სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. მოსწავლეებმა ინფორმაცია საქველმოქმედო ღონისძიების შესახებ გაავრცელეს თემში, ასევე სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში დაიდგა შემოწირულობის ყუთი. ღონისძიებას…
მოსწავლეების შეხვედრა რწმუნებულ-გუბერნატორთან
2017 წლის 29 მარტს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში პროგრამის ,,მომავლის თაობა“ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, 6 სამოქალაქო კლუბის (მისაქციელის, წილკნის, ქსოვრისის, ძველი ქანდის, ჟინვალისა და ხევსურთსოფლის საჯარო სკოლების) 22 მოსწავლე და კლუბის მეურვე პედაგოგები, შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს გოჩა ზეიკიძეს. მოსწავლეებმა…