გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვაზისუბნის, შაშიანის და მუკუზნის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა ახალგაზრდულ ფორუმზე საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარება გადაწყვიტეს. სკოლებში ჩატარდა ტრენინგი მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა დაამზადეს და თემში გაავრცელეს საინფორმაციო ბროშურები უსაფრთხოების წესების შესახებ, რითაც მოუწოდეს მძღოლებს დაიცვან…
CIVICS GE
Latest posts - Page 48
მოსწავლეთა შეხვედრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან.
2017 წლის 19 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხდომათა დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა შეხვედრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან. შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის დანისპარაულის, რიყეთის, ირემაძეების, ქედლების, კორტოხის და ბათუმის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. შეხვედრა განხორციელდა ახალგაზრდული ფორუმის პროექტის „მეტი ინფორმაცია მეტი…
თბილისის №114 სკოლის ეზოში სკვერი მოეწყო
თბილისის №114 საჯარო სკოლაში განხორციელდა მცირე გრანტის პროექტი-,,ბუნების კანონს, ნუ გგონია, რომ წინ უძღვები“. პროექტის მიზანი სკოლის ეზოში სკვერის შექმნა გახლდათ, რათა მოსწავლეებს დასვენებისთვის შესაფერისი გარემო ჰქონოდათ. პროექტის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სკოლის დირექცია, მოსწავლეები, მათი მშობლები, გარემოს დაცვის სამინისტრო…
ვაჩიანის სკოლში ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „სამყურა“ წევრებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „მუზეუმი მომავალი თაობებისთვის“. პროექტის მიზანი იყო სკოლაში ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნა და სოფლის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია. კლუბის წევრებმა მხარდაჭერისთვის სოფელ ვაჩიანის რწმუნებულს და დეპუტატს მიმართეს,…
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
2017 წლის 20-21 მაისს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ნაფარეულის საჯარო სკოლაში დაიწყო. სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტების შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს, დაათვალიერეს პროგრამის მცირე გრანტების ფარგლებში შშმ მოსწავლეებისათვის შექმნილი რესურს…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა
2017 წლის 13 მაისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე ბ-ნი ტომას მორისი და სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” დირექტორი…
„სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“
ქარელის მუნიციპალიტეტის მოხისის, ქვენატკოცის სკოლების და ქარელის გიმნაზიის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით განახორციელეს პროექტი „სუფთა გარემო-ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“. პროექტის იდეა ახალგაზრდულ ფორუმზე იყო ინიცირებული და მის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. თავდაპირველად, სკოლებში ბიოლოგიის პედაგოგმა ჩაატარა…
ბორჯომში პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
2017 წლის 28 აპრილს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის – ივ. ჯავახიშვილის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ახალგაზრდულ…
„საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“
2017 წლის 29 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ერას მოედანზე პროექტის „საგზაო უსაფრთხოება იწყება შენით“ ფარგლებში მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის “მომავლის თაობა” აჭარის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა. მსვლელობის მონაწილეებმა ქვეითებს და მძღოლებს დაურიგეს…
პროექტი – ,,ერთად დავიცვათ გარემო“
სოფელ ოზურგეთის, ქვედა ბახვისა და მაკვანეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა და მეურვე პედაგოგებმა განახორციელეს ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ინიცირებული პროექტი ,,ერთად დავიცვათ გარემო’’. პროექტის მიზანი იყო მოსახლეობის ეკოლოგიის საკითხებზე ინფორმირებულობის ამაღლება, ხელოვნური ნაგავსაყრელების გაუქმება და ქარსაცავი ზოლის აღდგენა. მოსწავლეებმა მონაწილე…