სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკის მოწყობა, წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და სამკითხველოში კლუბისთვის სამუშაო გარემოს შექმნა დაისახეს მიზნად. სკოლის ადმინისტრაციამ სამკითხველოსთვის ადგილი გამოყო. მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა „ჩემი საყვარელი წიგნი“და მოაწყვეს დისკუსია,…
CIVICS GE
Latest posts - Page 47
გზა ჯანმრთელობისკენ
გაჭედილის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, სკოლაში სპორტული დარბაზის აღდგენა დაისახეს მიზნად. დამატებითი რესურსების მოზიდვის მიზნით მოსწავლეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიმართეს თხოვნით. სარემონტო სამუშაოებისათვის სკოლამ 600 ლარი, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ 800 ლარი გამოყო. სკოლის…
წიგნი და ჩემი სკოლა
იმერეთის რეგიონის სოფელ პატრიკეთის სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი, რომლის მიზანი იყო სკოლის ბიბლიოთეკის აღდგენა და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება . მოსწავლეებმა სკოლაში მწვანე ყუთები დადგეს და თემში მაკულატურა შეაგროვეს, რომელიც შემდეგ ახლ წიგნებში გადაცვალეს. ბიბლიოთეკაში არსებული დაზიანებული…
უკეთესი გარემო მომავალი თაობისთვის
სოფელ შაშიანის სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის ხელშეწყობით განახორციელეს პროექტი, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია თემში. სოფლის ცენტრში არსებულ სკვერში განხორციელდა გამწვანების აქცია და დაიდგა სპორტული აღჭურვილობა. მოსწავლეთა ინიციატივას მხარი დაუჭირა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და თემის წევრებმა, მათ აქტიური მონაწილეობა…
პროექტი – ჩვენი ეზოს გამწვანება
აჭარის რეგიონის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის დახმარებით სკოლაში არსებული პრობლემა მოაგვარეს. მოსწავლეებმა პრობლემების გამოვლენის მიზნით სოფელში გამოკითხვა ჩაატარეს და პრიორიტეტულად სკოლის ეზოში დაჭაობებული ადგილების აღდგენა მიიჩნიეს. პრობლემის მოგვარების მიზნით მოსწავლეებმა ითანამშრომლეს გარემოს დაცვის და ადგილობრივი…
ბათუმში ახალგაზრდული კვირეული ჩატარდა
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდული კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში პროგრამის „მომავლის თაობა “ ჩართულმა მოსწავლეებმა და პოლონური ახალგაზრდული პარლამენტის, არასამათავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო შეხვედრა გამართეს. კვირეულის ფარგლებში პოლონური დელეგაცია გაეცნო ორგანიზაციის და მიმდინარე თუ…
სკოლის დარბაზის კეთილმოწყობა
თბილისის №159 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში მცირე საგრანტო პროექტი “ერთად სკოლის კეთილდღეობისთვის” განახორციელეს. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საზეიმოდ გახსნეს სკოლის განახლებული დარბაზი და მათ მიერ ჩატარებული საქმიანობა წარუდგინეს მოწვეულ სტუმრებს. სკოლის დარბაზი მოწესრიგებას საჭიროებდა, ამიტომ მოსწავლეები და…
სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება
2017 წლის 28 ივნისს ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება.სტუმრებს მიესალმა ქ-ნი მარინა უშვერიძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი, რომელმაც საქართველოს 480 სკოლაში პროგრამის სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტების…
სპორტული დარბაზის აღდგენა ტაბაწყურის საჯარო სკოლაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „ჯანსაღი სხეულით წინ, მომავლისკენ“. პროექტის მიზანი იყო სკოლის სპორტული დარბაზის აღდგენა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. ამ მიზნით სკოლაში ჩატარდა სემინარები და სპორტული ღონისძიებები – მხიარული სტარტები. მოეწყო…
სამოქალაქო განათლების ბანაკი 2017
2017 წლის 18-22 ივნისს, დაბა ბაკურიანში მოეწყო „სამოქალაქო განათლების ბანაკი 2017“. ბანაკში საქართველოს თერთმეტი რეგიონის 80 მოსწავლე და სამოქალაქო განათლების 11 პედაგოგი მონაწილეობდა. ბანაკის მსვლელობის დროს ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა სამოქალაქო განათლების თემებზე და მონაწილეებს ქონდათ საინტერესო შეხვედრები. 21 ივნისს ბანაკის…