სოფელ აღაიანის სკოლის მოსწავლეებმა სოფელში არსებული მრავალი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება საკუთარი სკოლის გამწვანებით დაიწყეს. მოსწავლეებმა მოაწყვეს დასუფთავების და გამწვანების აქცია, დარგეს ნაძვის ნერგები და ყვავილებით გაალამაზეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ინიციატივის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო კედლის გაზეთი „დავიცვათ ბუნება”.მოსწავლეებმა შეისწავლეს სოფლის ეკოლოგიური…
CIVICS GE
Latest posts - Page 43
სოფელ ქვემო ხვითის მოსწავლეებმა სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახი მოაწყვეს
სოფელ ქვემო ხვითის მოსწავლეებმა სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახი მოაწყვეს.განახლებულ გარემოში მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების თემაზე წიგნის კითხვის კვირეული და ნახატების კონკურსი ჩაატარეს. მოსწავლეებმა ასევე ჩაატარეს გამოკითხვა თემში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მოამზადეს საინფორმაციო ფურცლები – „დისკრიმინაცია და თანასწორობა-ყველა განსხვავებულია, ყველა…
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
სოფელ მერჯევის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა, ,,ყრუთა კავშირის“ წარმომადგენლებთან გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები. საჩხერის თეატრის ახალგაზრდა მსახიობების დახმარებით, სკოლაში თოჯინების სპექტაკლი დაიდგა. მოსწავლეებმა ერთობლივად…
ფახულანის მოსწავლეების პროექტი „არა ძალადობას“
ფახულანის №1 სკოლის მოსწავლეებმა ძალადობისა და ჩაგვრის პრევენციის მიზნით სოფელში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. მოსწავლეებმა დაამზადეს და თემში გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები, მოაწყვეს მრგვალი მაგიდა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, თემატური ესეების, ნახატების და ასფალტზე ხატვის კონკურსები, გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს სიმულაციური…
თბილისის №48 სკოლაში პანდუსი დამონტაჟდება
თბილისის N48 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით სკოლაში პანდუსი დამონტაჟდება.სკოლში განსაკუთრებით ზრუნავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობაზე და სასწავლო პროცესში მათ სრულფასოვან ინტეგრაციაზე. სკოლაში არის კარგად აღჭურვილი რესურს ოთახი და ადაპტირებული გარემო.იმისათვის რომ, სკოლას ჰქონდეს ყველა პირობა და…
განმუხურის მოსწავლეების პროექტი – „წიგნი მკითხველისთვის“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ფენიქსი“ წევრმა მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „წიგნი მკითხველისთვის“, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის ბიბლიოთეკის გარემონტებას, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას, წიგნადი ფონდით შევსებას, სამკითხველოს მოწყობას, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებდნენ არა მარტო საჭირო ლიტერატურის …
ადვოკატირების კამპანია სოფელში აფთიაქის გახსნის მიზნით
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,მზის სხივი“ წევრმა მოსწავლეებმა აწარმოეს ადვოკატირების კამპანია სოფელში აფთიაქის გახსნის მიზნით. მოსწავლეთა მიერ ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოფლის მაცხოვრებლების უმრავლესობამ მთავარ პრობლემად სოფელში აფთიაქის არ ქონა დაასახელა. სოფელი რაიონული ცენტრიდან…
პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები
პროგრამის „მომავლის თაობა;ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონის პარტნიორი სკოლების მონაწილეობით, ჩატარდა სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიებები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს წარმატებული საკლასო და საკლუბო პროექტების, სათემო ინიციატივების პრეზენტაციები. აქტიურ მოსწავლეებს და პედაგოგებს გადაეცათ სიგელები. შეხვედრებს ესწრებოდნენ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები დამოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაციის, ადგილობრივი…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა
2018 წლის 9 ივნისს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენელი ქ-ნი ნინო ბუაჩიძე და სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა; დირექტორი ქ-ნი…