ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა სკოლის მიმდებარე სავაჭრო ცენტრებში პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმების მიზნით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ვადაგასული პროდუქტი იყო გაყიდვაში. მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ბიოპროდუქტისა და გენმოდიფიცირებული საკვების…
CIVICS GE
Latest posts - Page 41
მოსწავლეები ბუნების დაცვის საკითხებზე მუშაობენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა, ბუნების დაცვის საკითხებზე მუშაობა დაიწყო.მოსწავლეებმა განიხილეს ის ზიანი, რასაც ბუნებას ხეების გაჩეხვა და გარემოს დაბინძურება აყენებს. შედეგად, კლუბის წევრებმა მოამზადეს პლაკატები მოწოდებით „გადავარჩინოთ მომავალი“ და „არა პოლიეთილენის ჩანთებს“, განახორციელეს დასუფთავების აქცია,…
საინფორმაციო კამპანია არჩევნების ჩატარების და მასში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის, სოფელ აწყურის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის და სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა აწარმოეს საინფორმაციო კამპანია არჩევნების ჩატარების და მასში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.მოსწავლეებმა სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს, ხოლო არჩევნების მნიშვნელობის უკეთ გააზრების მიზნით დაამზადეს საინფორმაციო…
სამოქალაქო განათლების პედაგოგები პროფესიული გაზიარების ჯგუფების მუშაობაში იღებენ მონაწილეობას
2018 წლის 2-3 ნოემბერს, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, ჩატარდა პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები აჭარის და გურიის რეგიონების პედაგოგების მონაწილეობით.სამოქალაქო განათლების ექპერტის მანანა ჯინჭარაძის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეების ია კიწმარიშვილის და ლადო აფხაზავას…
მოსწავლეებმა სოფელში ეკოლოგიური საკითხები მოაგვარეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სოფელში ეკოლოგიური საკითხების მოგვარება გადაწყვიტეს. მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების დახმარებით სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სოფლის ცენტრში არსებული ტრანსპორტის მოსაცდელი დაასუფთავეს. მოსწავლეების ინიციატივას გამოეხმაურა სოფლის გამგეობა, რომელმაც კლუბის წევრებს აქციისათვის ხელთათმანები…
მოსწავლეები არჩევნებში მონაწილეობის შესახებ
არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების მთავარი თემაა! კლუბის წევრებმა, სკოლაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, ქალბატონი დალი არევაძე მოიწვიეს. ქალბატონმა დალიმ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ქვეყნის განვითარებისთვის და შეხვედრის მონაწილეებს…
მოსწავლეები მარიხუანას გამოყენების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა სოფელში გამოკითხვა ჩაატარეს, მარიხუანას გამოყენების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დასადგენად. გამოკითხული იყო 30 სხვადასხვა ასაკის ადამიანი, რომლებსაც სხვადასხვა ინფორმაცია ჰქონდათ მარიხუანას მოხმარების შედეგების შესახებ. სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, მოსწავლეები შიდა ქართლის საპატრულო…
,,ჩვენი ოთხფეხა მეგობრები;;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცხოველების დაცვის მიზნით დაგეგმეს და განახორციელეს საინფორმაციო კამპანია ,,ჩვენი ოთხფეხა მეგობრები’. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და მოამზადეს პრეზენტაცია შინაური ცხოველების შესახებ. მოეწყო ნახატებისა და სლოგანების გამოფენა. საუკეთესო ნამუშევრები პლაკატების სახით გამოიკრა ხალხმრავალ ადგილებში. გაიმართა…
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ქ-ნ ელიზაბეთ რუდის ვიზიტი ჩიბათის სკოლაში
2018 წელს 19 ოქტომბერს, ჩიბათის საჯარო სკოლამ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ქ-ნ ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა.ვიზიტი ჩიბათის საჯარო სკოლის ეზოში საშემოდგომო გამოფენის დათვალიერებით დაიწყო და პრეზენტაციებით გაგრძელდა, სადაც სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ, მის მოსწავლეებთან ერთად მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო…
მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესება გადაწყვიტეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაუმჯობესება გადაწყვიტეს.მოსწავლეების ინიციატივით და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, კლუბის წევრებმა სკოლაში სკვერის მოსაწყობად საღებავები და ეზოს სკამები მიიღეს.შედეგად, სკოლაში მისულ მოსწავლეებს და პედაგოგებს უკვე განახლებულ გარემოში უწევთ მუშაობა.