საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თანატოლთა შორის წიგნის კითხვის მოყვარულთა რაოდენობის დასადგენად გამოკითხვა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები ნაკლებ დროს უთმობენ კითხვას.,,სოფელში არის ბიბლიოთეკა, რომელიც არ ფუნქციონირებს. გადავწყვიტეთ იქ არსებული წიგნების გამოყენებით გაგვემდიდრებინა სკოლის ბიბლიოთეკა და გაგვეზარდა…
CIVICS GE
Latest posts - Page 40
მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა
2018 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის შეხვედრა. პროგრამის დირექტორმა, მარინა უშვერიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო პროგრამის ფარგლებში 2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული საქმიანობის…
ბოლნისში მოსწავლეები სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ბოლნისში მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეზღუდვების, მისი მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისა და ოჯახში ძალადობის გამოვლენის კონკრეტულ ფორმებზე. შეხვედრა ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ…
მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს
თბილისის 103-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო კამპანია აწარმოეს. მოსწავლეებმა დაადგინეს, რომ საგზაო უსაფრთხოებისთვის საჭიროა სკოლის წინ ზებრა გადასასვლელის დახაზვა და წრეზე მოძრაობის მარეგულირებელი საგზაო ნიშნის დაყენება. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით მოსწავლეებმა მერიის სატრანსპორტო სამსახურს…
შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან
თბილისის № 214 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში მოეწყო შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან ძიუდოში გურამ თუშიშვილთან, მის პირად მწვრთნელთან ბათუ ჯიქურთან და სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან მკლავჭიდში რევაზ ლუტიძესთან.სტუმრებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს იმის…
მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს მოსახლეობაში არსებული პრობლემების ადვოკატირებისა და თანამშრომლობის გზით მოგვარების კარგი გამოცდილება დაუგროვდათ. სწორედ მოსწავლეების წარმატებული ადვოკატირების შედეგად რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლამდე მისასვლელ გზასა და გადასასვლელ ხიდს. ამის შემდეგ მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზეც იზრუნეს და…
ქვედა საზანოს №1 სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს, რომელშიც 50 -ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.არჩევნების პროცედურების შესახებ და მასში მონაწილეობის მნიშვნელობაზე მოსწავლეებს ესაუბრა სამოქალაქო განათლების პედაგოგი თეა სამხარაძე, რომელიც ამავე დროს საუბნო საარჩევნო კომისიის…
თანატოლების ინფორმირება სტიქიური მოვლენების საკითხებზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს თანატოლების ინფორმირება სტიქიური მოვლენების საკითხებზე. კლუბის წევრები გაეცნენ საინფორმაციო ბროშურას ბუნებრივი კატასტროფების მართვის თემაზე და მოამზადეს პრეზენტაციები უმცროსკლასელებისთვის მიწისძვრის, მეწყერის, გვალვის გამომწვევ მიზეზებზე, მათი პრევენციის გზებზე და სტიქიური კატასტროფების დროს…
თანატოლთა შორის ძალადობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება
ქვემო გომის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სკოლაში თანატოლთა შორის ძალადობის შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობის დონის დასადგენად შეადგინეს კითხვარი, გამოკითხვა ჩაატარეს და შედეგები შეაჯამეს. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ სკოლაში ინფორმირებულობის ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით მაღალია და მოსწავლეების დამოკიდებულება ძალადობის მიმართ უარყოფითია. მიუხედავად…
თანატოლთა ინფორმირებულობა ნაადრევი ქორწინების საკითხებზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაიდარისა და ხულდარის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ნაადრევი ქორწინების საკითხებზე თანატოლთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სასკოლო კედლის გაზეთი მოამზადეს. სასკოლო კედლის გაზეთი მოიცავს ინფორმაციას თემებზე: საქართველოს კანონმდებლობა ადრეული ქორწინების შესახებ, რა ზიანი მოაქვს მოზარდისთვის ადრეულ ასაკში ქორწინებას, როგორ ფერხდება განათლების…