ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემში აქცია „აჩუქე წიგნი ბიბლიოთეკას“ ჩაატარეს. აქციის ფარგლებში შეგროვებული წიგნები, სოფელ ხამისქურის სათემო ბიბლიოთეკას გადაეცა. პარალელურად მოსწავლეებმა დახმარებისთვის ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს.აქციას წინ უძღვოდა გამოკითხვა იმის დასადგენად, სარგებლობდნენ თუ არა ახალგაზრდები სათემო ბიბლიოთეკით. კვლევამ…
CIVICS GE
Latest posts - Page 38
,,მეგობრობის სკვერი“
ქარელის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ,,მეგობრობის სკვერი“ მოაწყეს. პროექტი გარემოს გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.გამწვანების აქციის მომზადების პროცესში მოსწავლეებმა ხაშურის სატყეო სამსახურს მიმართეს, რომელმაც კლუბის წევრებს ნარგავები უსასყიდლოდ გადასცა. სკოლის ადმინისტრაციამ საღებავები შეიძინა, ადგილობრივი მოსახლეობა…
ივანე ბაკურაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა ჰეშთეგის ჟურნალისტი და წამყვანი. „მე და სამოქალაქო განათლება”
სამოქალაქო განათლების პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის 2011 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დავაფუძნეთ კლუბი – “პირველები”. ჩვენ შევქმენით სივრცე, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეეძლო ეგემა არაფორმალური განათლების სიკეთეები. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ვიკრიბებოდით კლუბისთვის გამოყოფილ ოთახში,…
პროექტი „ჩემი საყვარელი სივრცე“
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის აზერბაიჯანული სექტორის მე-9 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „ჩემი საყვარელი სივრცე“, რომლის მიზანი სკოლის გარემოს გაუმჯობესება და კითხვის პოპულარიზაცია იყო.მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა სკოლაში, რა ჟანრის ლიტერატურას და რომელი წიგნების წაკითხვას ისურვებდნენ მოზარდები. კითხვის პოპულარიზაციის მიზნით…
სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოება სოფელში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოება სოფელში. სკოლა ტერიტორიულად სოფლის შესასვლელში, მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე მდებარეობს. სკოლის წინ არ იყო სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი ან შესატყვისი საგზაო ნიშანი. გადატვირთული მოძრაობა სასკოლო საზოგადოებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა.…
აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს. მოსწავლეთა ნამუშევრებს გაეცნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი…
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“
თბილისის № 108 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ რამდენად საჭიროა სისხლის გარკვეული მარაგის არსებობა ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სკოლასა და თემში აწარმოეს საინფორმაციო კამპანია სისხლის უანგარო გაღების მსურველთა მოსაძიებლად. მოსწავლეებში გამოაცხადეს სლოგანების კონკურსი „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“…
თანატოლების ინფორმირება ძალადობის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს თანატოლების ინფორმირება ძალადობის შესახებ. სკოლაში ჩატარდა უფროსკლასელი მოსწავლეების გამოკითხვა, თუ რამდენად ფლობდნენ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, შესწრებიან თუ არა სკოლაში ძალადობის ფაქტებს და რა მოუმოქმედებიათ. როგორც კლუბის ლიდერმა, ვერიკო სუხიტაშვილმა აღნიშნა: „პროექტის ფარგლებში დავგეგმეთ…
მოსწავლეების შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან
განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს მათ მიერ პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განხორციელებული პროექტები გააცნეს – სკოლაში მოეწყო ბიბლიოთეკა, განახლდა წიგნები და ინვენტარი. მოსწავლეებმა ასევე სკოლასა და…
სოფელ ჯალაურთის მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია აწარმოეს ქალთა უფლებების დაცვის თემაზე
მოსწავლეებმა სოფელ ჯალაურთაში მცხოვრები ქალბატონებისთვის კომპიუტერის შემსწავლელ ერთთვიან უფასო კურსს გაუკეთეს ორგანიზება. ქალბატონებს მეცადინეობები სკოლის საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ჩაუტარა. “ისე როგორც მთლიანად ქვეყანაში, ჩვენს სოფელშიც ქალთა უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, იმისათვის რომ ქალების დასაქმების შესაძლებლობა გაზრდილიყო, მათი უნარების გაძლიერებაზე ვიფიქრეთ…