ქ. ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, სოფელ ჯუმის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და საინფორმაციო კამპანია გაიმართა ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე.სოფელ ჯუმის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტი განახორციელეს, რომლის მიზანი ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირება იყო.სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ…
CIVICS GE
Latest posts - Page 34
„წარმატებული ქალი თანამედროვე ცხოვრებაში“
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მცირე გრანტის პროექტის მიზანი საზოგადოებაში ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი გააქტიურების ხელშეწყობა იყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა კვლევა ჩაატარეს თემში იმის დასადგენად, თუ რამდენად განიცდიდნენ დისკრიმინაციას ქალები. კვლევის შემდეგ კი თავიანთი დამოკიდებულება…
ჯილდა ლომიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი
„მესამე წელი დაიწყო, რაც პროგრამაში „მომავლის თაობა“ ვარ ჩართული. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გავიარე ტრენინგები, დავესწარი ბევრ სამუშაო შეხვედრას, ღია გაკვეთილებს. მიღებული ცოდნა და კოლეგების გამოცდილება კი ჩემს გაკვეთილებზე გამოვიყენე. განხორციელებულმა პროექტებმა ჩემს მოსწავლეებს თემში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები…
გენო ბერაძე, სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის მოსწავლე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის მოსწავლე გენო ბერაძე გვიზიარებს იმ გამოცდილებას, რომელიც მცირე გრანტის პროექტის „ობიექტივის ჭრილში” განხორციელებისას შეიძინა.„პროექტზე “ობიექტივის ჭრილში” მუშაობისას ისეთი უნარები შევიძინე, როგორიცაა გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა, გადამღები კამერის გამოყენება, სცენარის შექმნა. ასევე, შესაძლებლობა მომეცა მომერგო პროდიუსერის,…
„სკოლა – მწვანე, სუფთა გარემო!“
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღას საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მცირე გრანტის პროექტის „სკოლა – მწვანე, სუფთა გარემო!“ განხორციელებისას შეძლეს როგორც თემის წევრების, ასევე სკოლისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მობილიზება. ერთობლივი ძალისხმევით მოწესრიგდა და შემოიღობა სკოლის ეზო და მოეწყო სკვერი, დაირგა ნარგავები,…
დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო!
კეხიჯვარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ – შეუერთდნენ. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოსწავლეებმა სოფლის ქუჩები დაასუფთავეს და ბუნების დაცვის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია აწარმოეს, კერძოდ: ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე მოამზადეს და სოციალურ ქსელში…
„ობიექტივის ჭრილში“
„ობიექტივის ჭრილში“ – ასე ჰქვია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მცირე გრანტის პროექტს, რომლის მიზანი მოსწავლეებში ჟურნალისტური უნარ-ჩვევების განვითარება იყო. პროექტის მონაწილეებმა აქტიურად ითანამშრომლეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და აჭარის ტელევიზიასთან. აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებმა ინტერვიუს ჩაწერის, მოძიებული მასალის დახარისხება-დალაგების, ვიდეორგოლების…
„ნაადრევი ქორწინების პრევენცია“
სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით თანატოლების ინფორმირება გადაწყვიტეს. მათ სამოქალაქო განათლების პედაგოგის დახმარებით სკოლაში მოიწვიეს ექიმი, ფსიქოლოგი და იურისტი; მოაწყეს თემატური ფილმის ჩვენება, განხილვა და როლური თამაშები; დაამზადეს და სოფელში გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები.მცირე გრანტის პროექტი „ნაადრევი…
„მე და კონსტიტუცია“
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის მეათე კლასელებმა კონსტიტუციის საკითხებზე თანატოლთა ცოდნის ამაღლება გადაწყვიტეს. „არა მარტო მოსწავლეებს, საქართველოს მოსახლეობასაც არა აქვს სათანადო ცოდნა საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს სიტუაცია ჩვენს პატარა თემში მაინც შეგვეცვალა განათლების გზით“ ამბობს…
ტრენინგი პედაგოგებისთვის ,,ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვა“
პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი ,,ინტერაქტიული გაკვეთილის დაგეგმვა“.აღნიშნული ტრენინგი პედაგოგებს დაეხმარება ამ ტიპის გაკვეთილისათვის დამახასიათებელი აქტივობების, მეთოდების, ზოგადად, გაკვეთილის გეგმის კომპონენტების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში, გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის უნარების განვითარებაში.…