სალიბაურის №1 საჯარო სკოლაში აჭარის მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს; ასევე – მცირე წარმოდგენა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თემაზე და ფილმი თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირების შესახებ. მოსწავლეთა ნამუშევრებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)…
CIVICS GE
Latest posts - Page 32
საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება
თბილისის № 119 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, თემში საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ითანამშრომლეს. მოსწავლეების ინიციატივითა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის დახმარებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი დაიხაზა, დამონტაჟდა სატვირთო მანქანების გაჩერების ამკრძალავი ნიშანი და განთავსდა ავტობუსის…
ნიკა კილტავა, თბილისის №74 საჯარო სკოლის მოსწავლე
„როდესაც პირველად სასკოლო სამოქალაქო კლუბში მივედი, მახსოვს, ძალიან მორცხვი და გაუბედავი ვიყავი. მეტიც, ჩემზე ჩაკეტილი ბავშვი იშვიათად მხვდებოდა. ერთ დღესაც, საჭირო გახდა, დიდი აუდიტორიის წინაშე სრულიად დამოუკიდებლად გამეკეთებინა პროექტის პრეზენტაცია. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვღელავდი, არ მინდოდა, მაგრამ დაძაბულობა როგორღაც დავძლიე…
მოსწავლეების შეხვედრა მოსამართლე შორენა წიქარიძესთან
ქ. თბილისის №177 საჯარო სკოლაში თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა მოსამართლე შორენა წიქარიძესთან.შეხვედრის მონაწილეებმა მოსწავლეების მიერ ადამიანის უფლებების თემაზე განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს, რომელიც სკოლაში ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესს, ადამიანის უფლებებზე გამართულ დისკუსიასა და არასრულწლოვანთა უფლებების სპეციალისტთან…
სოფელ სამების სკოლაში პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა განხორციელება დაიწყო
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.კამპანიის ფარგლებში მათ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ინფორმაცია მოიძიეს, ბროშურები დაამზადეს და თემში დაარიგეს, ასევე, კედლის გაზეთი გამოაკრეს სკოლაში. უმცროსკლასელებისთვის კი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე სემინარი ჩატარდა. სპორტული…
ახალგაზრდული ფესტივალი ბათუმში
ბათუმში, 26 მაისის სახელობის პარკში, ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა, რომელშიც პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლები მონაწილეობდნენ. ფესტივალზე სოფელ აჭყვას, ქობულეთის №6, სოფელ ზემო წინსვლის სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების ფოტო-გამოფენა წარმოადგინეს. გამოფენაზე წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა თანატოლთა შორის ძალადობის…
მოსწავლეების ძალისხმევით აღდგენილი სკოლის ბიბლიოთეკა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, რის გამოც მოსწავლეები წიგნებით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ. ბიბლიოთეკის ოთახი არქივად იყო ქცეული და იქ შესვლაც კი შეუძლებელი იყო. მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს და დახმარებისთვის სკოლის ადმინისტრაციას მიმართეს, რომელმაც ბიბლიოთეკისთვის…
მოსწავლეები ტელე–რადიო კომპანია „რიონში“ იმყოფებოდნენ
იმერეთის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ტელერადიო კომპანია „რიონში“ იმყოფებოდნენ. მათ ტელერადიო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ უმასპინძლა.მოსწავლეები ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, დაათვალიერეს სტუდიები, ჟურნალისტებს და ოპერატორებს გაესაუბრნენ და შეკითხვები დაუსვეს მათთვის საინტერესო თემებზე. ჩვენი სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, შევქმენით…
ტრენინგი მოსწავლეებისთვის – თანამშრომლობა მედიასთან
იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები მედიასთან თანამშრომლობის თემაზე გამართულ ტრენინგს დაესწრნენ. ტრენინგზე მათ მედიასთან ურთიერთობის გზები, მედია კამპანიების ორგანიზების, ახალი ამბების, რეკლამების მომზადების სპეციფიკა, ყალბი ამბების ამოცნობის ხერხები და მედია წიგნიერების მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს.„როდესაც ამბობ, რომ ხარ აქტიური მოქალაქე…
ტრენინგი – „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“
2019 წლის 2-10 ნოემბერს, თბილისსა და ქუთაისში პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ იყო ორგანიზებული და მას 32 პედაგოგი დაესწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პედაგოგმა…