სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს და ასევე – მცირე წარმოდგენა თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირების თემაზე.მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები გარემოს დაცვას, სათემო პრობლემების მოგვარებასა, კერძოდ – მდინარე „სურამულას“ გადარჩენას დაბინძურებისაგან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას…
CIVICS GE
Latest posts - Page 31
.„ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას“
სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა დისკრიმინაციის, თანასწორობის, ტოლერანტობის შესახებ თანატოლების ინფორმირება გადაწყვიტეს – მათ სოფელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ და ტოლერანტობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ ურთიერთობებისთვის. სკოლაში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს; ერთობლივად…
მოსწავლეების შეხვედრა მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან
მოსამართლის პროფესიას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, სასამართლო სისტემის სპეციფიკას და იქ არსებულ ხარვეზებს ეხებოდა მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან შეხვედრის დროს მოსწავლეების მიერ დასმული კითხვები.მოსამართლე თამარ ჩიხლაძემ რუსთავის, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებთან მოსამართლის პროფესიაზე და საკუთარ კარიერულ გამოცდილებაზე ისაუბრა. შეხვედრის…
სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მათი შრომითი უფლებების, ოჯახში ძალადობის, სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვის საკითხებს და იმ ნაბიჯებს, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი უფლებების დარღვევის დროს მიმართავს, ეხებოდა სამოქალაქო კლუბის მოსწავლეების მიერ ონლაინ კონფერენციის დროს დასმული შეკითხვები.ონლაინ კონფერენციის სტუმრები იყვნენ მაია გედევანიშვილი,…
პრეზენტაცია სკოლაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე
სოფელ ჩხორიის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.კლუბის წევრებმა საინფორმაციო ტიპის შეხვედრები მოაწყვეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის, დაამზადეს საინფორმაციო პოსტერები და მოაწყვეს პრეზენტაცია სკოლაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.
მოწოდებები გენდერულ თემებზე
ნუ ვიქნებით ჩაკეტილები, ვილაპარაკოთ!ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ქალები და ჩვენზე ძალადობის უფლება არავის აქვს!ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ყველა თანასწორია.შენ არ ხარ მარტო – ილაპარაკე!ეს ის მოწოდებებია, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის…
მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს
დაბა მესტიის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა საგზაო უსაფრთხოებაზე იზრუნეს. სკოლა ცენტრალურ გზასთან მდებარეობს, სადაც არც სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშანი და არც ე.წ. ზებრა გადასასვლელი არსებობდა. მოსწავლეებმა დახმარებისთვის მიმართეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, რომლის შუამდგომლობით განახლდა და მოწესრიგდა გადასასვლელი, თავად…
მოსწავლეებმა სკოლის პრობლემის მოგვარებაზე იზრუნეს
თბილისის № 119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა განახორციელეს: სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცოცავი მიწების გასამაგრებლად, პედაგოგის დახმარებით, მიწის სინჯი აიღეს და დაადგინეს, თუ რომელი მცენარეების დარგვაა აქ მიზანშეწონილი. შემდეგ შეიძინეს ეს ნერგები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქციაც…