ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ თანატოლების ინფორმირების საკითხებზე სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იზრუნეს. იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიღრმავოს ცოდნა ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ, მათ შეაგროვეს ინფორმაცია ჰერბიციდების და პესტიციდების გამოყენების შესახებ, დაამზადეს ფლაერები და გააზიარეს…
CIVICS GE
Latest posts - Page 24
მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებზე იზრუნეს
სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით წერილობით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას სკოლის წინ გადასასვლელის განახლების შესახებ.მოსწავლეები საგზაო უსაფრთხოების მიზნით თემის ინფორმირებას და სკოლის წინ გადასასვლელის მოწესრიგების შემდეგ მის მოხატვას გეგმავენ.
მოსწავლეების ძალისხმევით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი განახლდა
მოსწავლეების ძალისხმევით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელი განახლდა.სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წერილობით მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას სკოლის წინ გადასასვლელის განახლების შესახებ. მოსწავლეთა მოთხოვნა დადებითად გადაწყდა, მოსწავლეების მონაწილეობით ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის წინ ზებრა გადასასვლელი დაიხაზა.
დეზინფორმაცია და ყალბი ამბები, შეხვედრა ზვიად ქორიძესთან
ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შეხვდა.შეხვედრის დროს მან დეზინფორმაციის, ყალბი ამბებისა და მედიის როლის შესახებ ისაუბრა და მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. რომელი მედია საშუალებები ავრცელებენ დეზინფორმაციას? როგორ განვასხვავოთ დეზინფორმაცია რეალური ამბისგან? როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა მედიასაშუალებების, მათ…
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თემში
თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება განიზრახეს სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლეებმა. მათ ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს და თემის წევრების დახმარებით სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები წამოიწყეს: სპორტული მოედნის ტერიტორია გაწმინდეს და სპორტული ინვენტარის დასამონტაჟებლად ორმოები მოამზადეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ…
ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე
გურიის რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.მათ მოამზადეს პოსტერები, ვიდეო გზავნილები და გააცნეს საზოგადოებას ბავშვთა შრომის უარყოფითი შედეგები, შესაბამისი კანონმდებლობა და მოუწოდეს საზოგადოებას დაიცვან ბავშვთა უფლებები. მოსწავლეებმა საინფორმაციო მასალა გამოაქვეყნეს სოციალური მედიის საშუალებით.მოსწავლეებმა…
„მრგვალი მაგიდა“ სამოქალაქო განათლების პედაოგებისთვის
2020 წლის 8 -17 ივნისს, „მრგვალი მაგიდა“ ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის თემაზე: სამოქალაქო განათლების სწავლება საშუალო საფეხურზე, მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობები, როგორც სასწავლო გეგმის ნაწილი და სამოქალაქო განათლების სწავლების სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.ონლაინ შეხვედრებს სამოქალაქო განათლების ექსპერტები ალუდა გოგლიჩიძე და ნინო ჭიაბრიშვილი…
მოსწავლეებმა დანაშაულისა და მისი პრევენციის შესახებ ინფორმაცია თანატოლებს გაუზიარეს
მოსწავლეები გურიის რეგიონის პარტნიორი სკოლებიდან დაინტერესდნენ, თუ რა უბიძგებს ახალგაზრდებს დანაშაულისკენ და რა არის დანაშაულის პრევენციის გზები.ამ საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირების დონის დასადგენად მოსწავლეებმა გამოკითხვა ჩაატარეს თანატოლებში. დანაშაულსა და შესაძლო სასჯელის შესახებ მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და გამოკითხვის შედეგებთან ერთად განათავსეს სოციალურ…
სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე იზრუნეს
სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე თემის წევრების ინფორმირების მიზნით მოამზადეს ბუკლეტები და მძღოლებს, ფეხით მოსიარულეებს საგზაო წესების დაცვისკენ მოუწოდეს.მოსწავლეები ასევე გეგმავენ წერილობით მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას სკოლის წინ არსებული გადასასვლელის აღდგენის შესახებ, რათა უზრუნველყონ საგზაო უსაფრთხოება თემში.
მოსწავლეებმა ბუნების დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
მოსწავლეებმა ქვემო ქართლის რეგიონის სკოლებიდან ბუნების დაცვის მსოფლიო დღე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აღნიშნეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს თუ რა ზიანს აყენებს გარემოს პლასტმასის ნარჩენები.მათ გარემოს დაცვის თემაზე პოსტერები, პრეზენტაციები, ვიდეო რგოლები მოამზადეს და თემის წევრებს კლიმატის ცვლილებების თავიდან ასაცილებლად…