ოსიაურის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ადვოკატირების პროცესი წამოიწყეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე იმსჯელეს, თუ რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო სკოლისა და სოფლის გარემოს გასაუმჯობესებლად. წარმატებული ადვოკატირების კამპანიის…
CIVICS GE
Latest posts - Page 22
„ქალების ხმა“
„ქალების ხმა“ – ასე უწოდეს შიდა ქართლის მოსწავლეებმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსს. მანამდე კი გამოკითხვა ჩაატარეს და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით თემის წევრების დამოკიდებულება შეისწავლეს.გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მათ შემდეგ ესეები, ნახატები, ვიდეოები და პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებშიც გენდერული…
სამოქალაქო განათლების კვირეული
სოფელ ტეზრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით და სკოლის დირექციის დახმარებით სოფელში სამოქალაქო განათლების კვირეული ჩატარდა. სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა თანატოლებს ბუნების დაცვის, მოხალისეობის, ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების პრევენციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ვფიქრობ, რომ არდადეგების პერიოდში ჩატარებულმა სამოქალაქო განათლების კვირეულმა…
მედია წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებმა პოსტერები მოამზადეს
მედია წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ აჭარის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების შესახებ იმსჯელეს და მონაწილეებმა რეკომენდაციები მიიღეს, თუ როგორ გამოიცნონ ნამდვილი და ყალბი ამბები.ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა შემდეგ პოსტერები და პრეზენტაცია მოამზადეს მედიის საქმიანობის…
მოსწავლეებმა განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგები შეაჯამეს
სოფელ კეხიჯვრის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად ღია სივრცეში შეიკრიბნენ და განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შედეგები შეაჯამეს; ასევე, განიხილეს გამოწვევები, რომლებსაც პროექტების განხორციელების დროს შეხვდნენ და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს კი მათ ერთად დაგეგმეს…
მოსწავლეები ჯანსაღი კვებისა შესახებ
გურიის რეგიონის მოსწავლეებმა ჯანსაღი კვების მნიშვნელობისა და სურსათის უვნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება გადაწყვიტეს.დეტალური ინფორმაცია სურსათის უვნებლობის საკითხებზე მათ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიიღეს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი შემდეგ პოსტერები მოამზადეს სურსათის უვნებლობის სტანდარტების, რეგულაციების, ტერმინოლოგიისა და რეკომენდაციების შესახებ.პოსტერებზე მითითებულია…
მოსწავლეები ქუჩის ცხოველების დასაცავად
თბილისის სკოლების მოსწავლეებმა ქუჩის ცხოველების დასაცავად კამპანია წამოიწყეს. მოსწავლეები კანონმდებლობას უსახლკარო ცხოველების დაცვის შესახებ გაეცნენ, შეხვდნენ თავშესაფრებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს და უსახლკარო ცხოველების დაცვისა და მოვლის პრობლემებზე იმსჯელეს, შემდეგ მოამზადეს პოსტერ და სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელეს.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე!
პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს და თანატოლებს სამოქალაქო ჩართულობისკენ მოუწოდეს.ახალქალაქის №2 სომხური სექტორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თანატოლებში კმაყოფილების კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებზე დაყრდნობით ვიდეორგოლი მოამზადეს და მერიის ახალგაზრდული…
USAID- ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ უზრუნველყო ტექნიკური მხარდაჭერა ტელესკოლის პროექტის მომზადების პროცესში
COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული დისტანციური სწავლების პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტელეკომპანია „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ თანამშრომლობით დაიწყო სატელევიზიო სკოლის პროექტი დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიზნით. ქვეყნის მასშტაბით ყველა მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა ტელესკოლის გაკვეთილებს. USAID- ის სამოქალაქო განათლების…