არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით თბილისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები დაესწრნენ შეხვედრას, რომელსაც იურისტი მაია ნასრაშვილი უძღვებოდა. სპიკერმა ისაუბრა არასრულწლოვანთა დანაშაულზე და პრევენციის გზებზე.მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მოამზადეს ბროშურები და გაავრცელეს თემში.
CIVICS GE
Latest posts - Page 20
მოსწავლეები გენდერული თანასწორობის შესახებ
ქალთა უფლებების შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლეებმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამოკითხვა ჩაატარეს.მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია ცნობილი ქალების შესახებ, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადეს კედლის გაზეთი, ასევე წარმოადგინეს…
ვიქტორინა სამოქალაქო განათლების საკითხებზე
აქტიური მოქალაქეობისა და სამოქალაქო განათლების სწავლების პოპულარიზაციის მიზნით სოფელ ტეზერის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეების მონაწილეობით ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინის კითხვები სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოებიდან იყო შერჩეულიდა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა და მოხალისეობა. სამოქალაქო განათლების პედაგოგებისგან…
წიგნი და ზღაპრული სამყარო
სოფელ სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივი საბავშვო ბაღის მხარდაჭერა გადაწყვიტეს. ბაღის აღსაზრდელები ახლომდებარე სოფლებიდან და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებიდან არიან.მოსწავლეებმა თავდაპირველად ბაღის საჭიროებები შეისწავლეს და მერე ბავშვების ინტერესებს გაეცნენ. პირველივე სტუმრობის დროს მოსწავლეებმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხეს და შემდეგ მათთან ერთად…
მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ
სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები შიდა ქართლის რეგიონიდან სასწავლო ვიზიტით სოფელ ერგნეთში მდებარე ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ. სოფელი ერგნეთი საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე მდებარეობს. მუზეუმი განთავსებულია ომის შემდეგ გადარჩენილი სახლის სარდაფში. მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს ომის ამსახველ…
ახალგაზრდული არჩევნები სკოლაში
სოფელ ქვემო გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში ახალგაზრდული არჩევნები ჩაატარეს. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულმა ჯგუფმა კანდიდატი აირჩია, რომელმაც საარჩევნო პროგრამა მოამზადა და წარუდგინა თანატოლებს.მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს საინფორმაციო მასალა, სადაც წარმოადგინეს საარჩევნო პროცედურები და რეკომენდაციები ხმის მიცემის დროს COVID 19-ის გავრცელების…
შეხვედრა COVID19-ის პრევენციისა და სკოლაში შემოღებულ რეგულაციების შესახებ
სოფელ ქვედა საზანოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაბალი კლასის მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ. შეხვედრა ღია სივრცეში ჩატარდა. მოსწავლეებმა COVID19-ის პრევენციის მიზნით, სკოლაში შემოღებულ რეგულაციებზე გაამახვილეს ყურადღება. განმარტეს რა მნიშვნელობა აქვს პირბადის ტარებას, დისტანციის და სისუფთავის დაცვას COVID19-ისა და…
საინფორმაციო კამპანია არჩევნების თემაზე
სოფელ ბრეთის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.არჩევნების პროცედურების და კენჭისყრის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით, სკოლაში მშვიდობიან და დემოკრატიულ ატმოსფეროში, დისკუსია და იმიტირებული არჩევნები გაიმართა. მოსწავლეებმა მომავალი ამომრჩევლებისთვის ქვეყნის დემოკრატიული…
საარჩევნო ცნობიერების ამაღლება
თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს. მათ მოამზადეს ბროშურა არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიული ქვეყნის შენების პროცესში. შემდეგ ბროშურა თემში გაავრცელეს და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.