მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ადგილობრივ თემში საინფორმაციო კამპანია აწარმოეს. ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ჩვევების უარყოფითი ზეგავლენის და ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ მოსწავლეებმა საინფორმაციო პოსტერები დაამზადეს და სოფელში თვალსაჩინო ადგილებზე გამოაკრეს. ამავე თემაზე…
CIVICS GE
Latest posts - Page 18
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ დღეს განსხვავებული აქტივობებით გამოეხმაურნენ. მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, ვიქტორინები და მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართა დისკუსია ბავშვთა უფლებების თემაზე. ასევე, სასკოლო სივრცეში მოეწყო კედლის, ასფალტის მოხატვა და პოსტერების გამოფენა ბავშთა უფლებების დაცვის…
პროექტი არა ნაადრევ ქორწინებას! მარნეულის №1 საჯარო სკოლაში
,,ნაადრევი ქორწინება აზიანებს მოზარდის ჯანმრთელობას”,,ნაადრევი ქორწინება ხელს უშლის თვითრეალიზებას”,,ნაადრევი ქორწინება ზრდის ოჯახური ძალადობის შემთხვევებს”,,ნაადრევი ქორწინება ქმნის ოჯახის დანგრევის რისკს”,,ნაადრევი ქორწინება ამცირებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს”. ეს გზავნილები მარნეულის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის „არა ნაადრევ ქორწინებას!“ ფარგლებში მოამზადეს. სასკოლო სამოქალაქო კლუბის…
მწვანე სკოლის პროექტი სოფელ აძვში
სოფელ აძვის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა შიდა ქართლის რეგიონში დაასრულეს პროექტი „მწვანე სკოლა“. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სკოლის დირექციასთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და სკოლის ეზოში მოაწყვეს სკვერი. მათ ადგილობრივი მოსახლეობისგან მოაგროვეს ნერგები, გაამზადეს საყვავილეები, დადგეს სკამები და გაამწვანეს სკვერის ტერიტორია.
სოფელ თამარისის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების პეტიცია
სამოქალაქო კლუბის წევრები სოფელი თამარისიდან, მათ მიერ შემუშავებული პეტიციის მეშვეობით სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. სოფელ თამარისის №1 სკოლაში 300 მოსწავლე სწავლობს. გამომდინარე იქიდან რომ, ნარჩენების გატანა კვირაში მხოლოდ 1-ხელ ხდება, სკოლის ტერიტორიაზე საკმაო რაოდენობის ნაგავი გროვდება და გარემო ბინძურდება. აღნიშნული…
სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დედამიწის საერთაშორისო დღეს გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობებით გამოეხმაურნენ.დედამიწის დღე, გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და მსოფლიოში ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოამზადეს სასკოლო პოსტერები, ბროშურები, მონაწილეობა მიიღეს სასკოლო…
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენა
2021 წლის 10 აპრილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენცია გაშუქდა პროგრამის ფეისბუკ გვერდზე ლაივის საშუალებით. კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, მინისტრის მოადგილემ ქ-ნ ეკა დგებუაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა…
მოსწავლეების ინიციატივით სოფელ საღოლაშენში ახალი ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა.
სოფელ საღოლაშენის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა საკლუბო პროექტის ფარგლებში სათემო საჭიროებები დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძველი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლება და ახალგაზრდების შეხვედრებისთვის სივრცის მოწყობა პრიორიტეტული საკითხებია. მიზნის მისაღწევად მოსწავლეებმა თავდაპირველად მოსახლეობისგან ხელმოწერები შეაგროვეს, მოამზადეს წერილი და ადგილობრივ თვითმმართველობას…
გოგონები სტერეოტიპებს ამსხვრევენ
გაიცანით 20 წლის შორენა დონაძე. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტია. შორენა ოჯახში დამატებითი შემოსავლის გამომუშავების მიზნით საკურიერო მომსახურების ბიზნესში ჩაერთო.სტერეოტიპული შეხედულებების გამო კურიერულ სამსახურში ბიჭები ჭარბობენ. შორენა ერთ-ერთია იმ მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობის გოგონათაგან, რომლებიც არღვევენ ამ…