„მრავალფეროვანი დენდროლოგია“ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – შავშვებისა და ხურვალეთის სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი პროექტია, რომელიც ხაზს უსვამს ბუნებრივი მრავალფეროვნების როლს ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაში. ალტერნატიული რესურსები! რესურსების დაზოგვა! რესურსების მეორადი გამოყენება! – ეს იყო თემები პრეზენტაციებისა, რომლებიც შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა…
CIVICS GE
Latest posts - Page 17
ცვლილებები ახალგაზრდებისათვის& – საჩუქარი კეხიჯვრის თემის ახალგაზრდებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს!
ახალგაზრდული ცენტრი – ეს გახლავთ კეხიჯვრის სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერობლივი ინიციატივა, რომლის ხორცშესხმაც კეხიჯვრის თემის მაჟორიტარი დეპუტატის ბ-ნ მამუკა კოკოზაშვილის, ქარელის მერის ბ-ნ ზაზა გულიაშვილისა და ადმინისტრაციულ ერთეულში კეხიჯვრის თემის წარმომადგენლის ბ-ნ ვლადიმერ თოფჩიშვილის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. მოსწავლეებმა ადგილობრივი…
,,ჩვენი ჩართულობა – ჩვენი მომავალია“ – ახალციხეში კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისა და ევროინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის სამოქალაქო პროცესებში ჩართულობა. ახალციხეში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის კონკურსში მოსწავლეებმა ესეები, ვიდეორგოლები, ნახატები და პოსტერები წარადგინეს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები 26 ივლისს სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კონკურსი USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.…
გურიის საჯარო სკოლის მოსწავლეების შეხვედრა თემაზე ევროკავშირი და საქართველო
ევროპული ღირებულებები, ევროინტეგრაციის კრიტერიუმები, საქართველოსა და ევროკავშირის ურთერთობები – ეს იყო თემები, რომლებიც განიხილებოდა 20 ივლისს გურიის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. შეხვედრას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი, მარიამ გარაყანიძე უძღვებოდა. ღონისძიების ბოლოს, 3 მონაწილეს, რომლებმაც…
სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების სოლიდარობა უკრაინას
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 101 წლის წინ, საბჭოთა არმია საქართველოში შემოიჭრა და საქართველოს დედაქალაქი დაიკავა. დღეს, უკრაინა ებრძვის რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას. დღეს, რუსეთი ცდილობს უკრაინის დედაქალაქის დაკავებას. სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გმობენ რუსულ აგრესიას და სოლიდარობას…
სოფელ ეშტიის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი საგზაო უსაფრთხოების თემაზე წარმატებით განახორციელეს
სოფელ ეშტიის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო პროექტი საგზაო უსაფრთხოების თემაზე წარმატებით განახორციელეს. სამოქალაქო განათლების პედაგოგის და ადგილობრივი პოლიციელის დახმარებით მოსწავლეებმა შეისწავლეს რა არის საგზაო უსაფრთხოება, რა როლი ეკისრება პოლიციელს და თითოელ მოქალაქეს საგზაო უსაფრთოების დაცვის საკითხში, როგორია საგზაო მოძრაობის…
სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები კახეთის რეგიონიდან საკლასო პროექტს ნაადრევი ქორწინების თემაზე ახორციელებენ
პროექტის საწყის ეტაპზე, მოსწავლეებმა შექმნეს კითხვარი და როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ ფორმატში ნაადრევი ქორწინების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა გამოკითხეს. რა იცით ნაადრევი ქორწინების შესახებ? არსებობს თუ არა ნაადრევ ქორწინებაში მშობლების ზეგავლენა? რა არის ნაადრევი ქორწინების ძირითადი მიზეზები? – ამ თემებზე მოსწავლეები…
თბილისის №119 საჯარო სკოლის მოსწავლეების და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის თანამშრომლობით გლდანში დამატებითი მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა
ეს კარგი ამბავი თბილისის №119 საჯარო სკოლის მოსწავლეების და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.მოსწავლეებმა გლდანის მოსახელობა გამოკითხეს, რომელმაც ერთ-ერთ პრობლემად მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობა დაასახელა. ეს, განსაკუთრებით №119 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს ავჭალის რაიონის ტერიტორიაზე გადაადგილებას ურთულებდა. აღნიშნული…
სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აჭარის რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მათ მიერ განხორციელებული სასკოლო სამოქალაქო პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს
ეხვედრას, რომელიც აჭარის რეგიონში სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მიღწევებს და სასკოლო სამოქალაქო პროექტების მხარდაჭერას ეხებოდა მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, პარტნიორი სკოლების დირექტორები და პროგრამის კურსდამთავრებულები დაესწრნენ. მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში მოსწავლეების მიერ სათემო საჭიროებების მოგვარების მიზნით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე და…
მესტიის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების დახმარებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი მჟავე წყალი ხელმისაწვდომი გახდა.
საკლუბო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მათი სკოლის ტერიტორიაზე არსებული მჟავე წყლის სათავე მოაპირკეთეს, დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია და მჟავე წყალი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადეს. წყლის სამკურნალო თვისებების შესწავლის მიზნით, მოსწავლეები მომავალში მჟავე წყლის ანალიზის ჩატარებას გეგმავენ. ამის შემდეგ კი, ადგილობრივი…