8 სექტემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის შესახებ და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, რათა მხარი დაუჭირონ რეგიონის სკოლების განვითარებას. შეგახსენებთ, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი…
CIVICS GE
Latest posts - Page 16
გაიცანით ჩვენი პარტნიორი – ჯეოლაბი
ჯეოლაბი არის მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია, რომელსაც USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. სწორედ ჯეოლაბის დახმარებით გახდება შესაძლებელი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში. ჯეოლაბის დირექტორი, ლანა ლაბაძე მიიჩნევს, რომ მოსწავლეებმა სასკოლო ასაკიდანვე უნდა შეისწავლონ ახალი…
ქუთაისში კერძო სექტორთან შეხვედრა გაიმართა!
7 სექტემბერს, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, კერძო სექტორისთვის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. შეხვედრაზე განიხილეს სკოლებისა და ბიზნესსექტორის პარტნიორობის წარმატებული მაგალითები, შემდეგ კი იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.შეგახსენებთ, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სკოლებისა და კერძო სექტორის…
გაიცანით ჩვენი პარტნიორი – სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი
ფორუმი არაოფიციალურად 2011 წელს, USAID-ის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, 2013 წელს კი ოფიციალურად დარეგისტრირდა და გახდა PH International-ის აქტიური პარტნიორი. როგორც მისი დირექტორი, მაკა ბიბილეიშვილი გვიყვება, ფორუმის შესაძლებლობების ზრდასა და სერვისების განვითარებაში უდიდესი წვლილი…
სასკოლო სამოქალაქო კლუბის ინიციატივით 18 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტი ექნება!
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა 2020 წელს დაიწყეს პროექტი „სიკეთე სიკეთისთვის“, რომელიც დღესაც გრძელდება. სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ადმინისტრაციისა და მშობლების დახმარებით, მოსწავლეებმა რამდენჯერმე მოაწყვეს ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა. შეგროვილი თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინტერნეტის შეყვანას მოხმარდება.…
12 სექტემბერს საზაფხულო ონლაინსკოლა იწყება!
ჩვენმა წარმომადგენლებმა უკვე გამართეს მოსამზადებელი შეხვედრები ტრენერებთან და პროგრამაში ჩართული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, რომლებიც მოსწავლეებს გადასცემენ ინფორმაციას ონლაინსკოლაში მონაწილეობის შესახებ. საზაფხულო ონლაინსკოლაში ბავშვები შეისწავლიან შემდეგ თემებს: • ციფრული მოქალაქეობა • მედიაწიგნიერება და ინფორმაციული წიგნიერება • კიბერჰიგიენა და კიბერუსაფრთხოება •…
სურამის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის სიმულაციაში მიიღეს მონაწილეობა
აქტივობის ფარგლებში მასწავლებლებმა ბავშვებს გააცნეს პატარა საკურორტო ქალაქში არსებული მთავარი გამოწვევები, როგორებიცაა უმუშევრობა, ეკოლოგიური პრობლემები, უნებართვო მშენებლობები და სხვა. სცენარის საფუძველზე, მოსწავლეების ნაწილმა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირების – ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და თვითმმართველობის სხვა თანამშრომელთა როლები მოირგო, ნაწილმა კი…
იცოდე შენი უფლებები და იქნები დაცული!
საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის “მერანი” წევრებმა, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ბავშვთა უფლებების თემაზე ღონისძიება გამართეს და დამსწრეებს პრეზენტაციები და თემატური პოსტერები წარუდგინეს. გაიმართა დისკუსიაც ბავშვთა უფლებების შესახებ. სკოლის პირველი აქტივობა კი კლუბის ყოფილ ლიდერთან – ვერიკო სუხიტაშვილთან შეხვედრას დაეთმო,…
ახალქალაქში მოსწავლეებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ახალქალაქში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა. იგი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების გააქტიურებასა და სამოქალაქო პროცესებში მათი, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორების ჩართვას.ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო დისკუსიას ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის დანერგვის შესახებ. დისკუსია გაიმართა ახალქალაქის ,,მომავლის სახლში“, ადგილობრივი სკოლების მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. რაც…
სურამის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდების დღე აღნიშნეს
„ახალგაზრდობა სურამისათვის“ – კიდევ ერთი პროექტი ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად.ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე – 12 აგვისტო ერთად აღნიშნეს სურამის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ, სპეციალური კვირეულის ფარგლებში, დაასუფთავეს სურამის პარკის ტერიტორია და მოაწყვეს…