ზეინაბ კაკალაშვილი თელავის №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის გამართული ტექნოლოგიური ტრენინგის ფარგლებში მან მოამზადა პროექტი „იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული“. პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება…
CIVICS GE
Latest posts - Page 15
„ევროპული ენების დღეები“ ხაშურის №3 საჯარო სკოლაში
ევროპული ენების გაცნობის და ევროპული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში გაიმართა თემატური ვიქტორინა და მომზადდა კედლის გაზეთი. ასევე, ჩატარდა ენის გასატეხების, ესეების, ფოტოებისა და ციფრული ნამუშევრების კონკურსები. „ევროპული ენების დღეების“ ფარგლებში, მოსწავლეები ასევე ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, დაესწრნენ ფილმ…
საბა კილაძე – ყალბი ახალი ამბები
საბა კილაძე კორბოულის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელმაც, საზაფხულო ონლაინსკოლის ფარგლებში, მოამზადა პროექტი ყალბი ახალი ამბების შესახებ.პროექტში საბამ განიხილა ყალბი ინფორმაციის 4 სხვადასხვა სახეობა და მაგალითად მოიყვანა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცლებული ვიდეო, რომლითაც ერთ-ერთი ქართველი ფეისბუქმომხმარებელი ამტკიცებდა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა…
ჩაქვში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაიმართა 3-დღიანი ტრენინგი დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესახებ
ჩაქვში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაიმართა 3-დღიანი ტრენინგი დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა პაატა შანშიაშვილი, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელი, რომელმაც განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მდგრადი განვითარებასაერთაშორისო და ეროვნული სამართალიკანონაღსრულება და უსაფრთხოებასივრცული ორგანიზაცია…
მორის დანდურიშვილი: ციფრული მოქალაქეობა
მორის დანდურიშვილი ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარებული ტექნოლოგიური ტრენინგის ფარგლებში მორისმა მოამზადა პროექტი ციფრული მოქალაქეობის შესახებ. პროექტის საბოლოო მიზანია ჩეთბოტის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება ციფრული მოქალაქეობის შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად.
მოსწავლეები ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ
თბილისის №87 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ნაადრევი ქორწინების საფრთხეების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად თანატოლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ასევე, მოსწავლეებმა თემის მასშტაბით ჩაატარეს გამოკითხვა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების გასარკვევად და დაარიგეს მათ საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც თავად დაამზადეს.
მედიაწიგნიერების კვირეული შიდა ქართლის სკოლებში
კვირეულის ფარგლებში, პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების ინიციატივით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მედიაწიგნიგნიერების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ასევე, მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები ფინანსური წიგნიერების, დეზინფორმაციის და მათთვის საინტერესო სხვა თემების შესახებ.
ნია ბაციკაძე: კიბერბულინგი
საზაფხულო ონლაინსკოლის მონაწილემ, ნია ბაციკაძემ, კიბერბულინგის შესახებ კვლევა ჩაატარა:“კვლევის მიზანია, ჩემს თანატოლებში, კიბერბულინგთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესწავლა და იმის დაადგენა, თუ რამდენად ხშირად ექცევიან ისინი ვირტუალური ზეწოლის ქვეშ და ძალადობის რა ფორმებია ყველაზე გავრცელებული.” – ამბობს ნია, აკადემიკოს ილია ვეკუას…
ტრენინგი დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესახებ
ჩაქვში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაიმართა 3-დღიანი ტრენინგი დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ეკონომიკური მდგრადობის შესახებ.ტრენინგს უძღვებოდა პაატა შანშიაშვილი, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელი, რომელმაც განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მდგრადი განვითარებასაერთაშორისო და ეროვნული სამართალიკანონაღსრულება და უსაფრთხოებასივრცული ორგანიზაცია და…