შეხვედრას 250-ზე მეტი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი დაესწრო, რომლებსაც ავტორებმა პირადად წარუდგინეს ახალი დამხმარე რესურსი და გააცნეს სასწავლო პროცესში მათი ინტეგრაციის გზები.
CIVICS GE
Latest posts - Page 13
„უსაფრთხო გადაადგილება“ – ხოვლეს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში მოხატეს მოსაცდელის ფასადი, დაასუფთავეს მიმდებარე ტერიტორია და გააკეთეს სამოტივაციო წარწერები, რითაც მოსახლეობას მოუწოდეს, რომ არ დააბინძურონ გარემო და დაიცვან საგ
ასევე, მოსწავლეებმა მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით, რომ დაედგათ სკოლის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ბანერი, რადგან ის გზიდან მოშორებით მდებარეობს და სტუმრებისთვის რთულად მისაგნებია. ამ პრობლემის მოგვარებაში სამოქალაქო კლუბის წევრებს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მჭედლიძე პირადად დაეხმარა.
„ჩვენ, მშობლები და ერთი მიზანი“ ხიდისთავის სკოლის სამოქალაქო კლუბის პროექტია, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა „მხარდამჭერ მშობელთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანდნენ მოხალისე მშობლები და შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. პროექტის ფარგლებში გაიმართა საუბრები თემებზე კიბერბულინგის პრევენცია და ეფექტური კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობელს შორის. ამავდროულად, მშობლების ჩართულობით, სკოლაში მოეწყო კინოჩვენება, შეჯიბრი ფრენბურთში და შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების…
„ევროინტეგრაციის დადებითი მხარეები და საქართველოს ვალდებულება“ – სამეგრელოში ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, სამართლიანი არჩევნებისა და ათინათის საერთო კამპანიის ფარგლებში რეგულარულად ტარდებოდა საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან. შემაჯამებელი ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური და მოწვეული სპიკერები: ლადო აფხაზავა და ზვიად…
შეხვედრა ანიმაციური ფილმების პროდიუსერთან
შემოქმედებით სექტორში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესიაა ანიმაციური ფილმების პროდიუსერი. თუმცა, საქართველოში ეს სფერო ნაკლებად პოპულარულია და მოსწავლეები მას იშვიათად განიხილავენ კარიერის შერჩევის პროცესში. სწორედ ამიტომ, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ ანიმაციური ფილმების პროდიუსერ მარიამ კანდელაკს, რომელიც ბერლინში, სტუდია “ჰანფილმში” საქმიანობს და…
გაიცანით ჩვენი პარტნიორი – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში
პროგრამის ფარგლებში აკადემია სამი მიმართულებით მუშაობს: ამზადებს ონლაინ კურსებს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ქმნის მოსწავლეთა თვითმმართველობების ქსელს სკოლებს შორის და უზიარებს სკოლებს გამოცდილებას დემოკრატიული მართვისა და სწავლების შესახებ.„სკოლა დემოკრატიულია მაშინ, თუ მის მართვაში ჩართულები არიან სასკოლო საზოგადოების წევრები, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები…
“ფრთხილად, პიროტენიკა არ არის სათამაშო!”
ბათუმის №16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ. კლუბმა პეტიციით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. პეტიცია პიროტექნიკაზე თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესებას გულისხმობს. პეტიცია ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.…
სკოლა-ბიზნესის ფორუმი თბილისში!
თბილისის მასშტაბით გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმს კერძო სექტორის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ისინი გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 16 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. მოზარდებმა საკუთარი ხედვა გაუზიარეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან…
მოხალისეობის ფორუმი აჭარაში
ბათუმში გამართულ მოხალისეობის ფორუმზე მოსწავლეებმა კამპანიის „გახდი ჩემი მოხალისე“ ფარგლებში განხორციელბული წარმატებული ინიციტივები წარმოადგინეს. ფორუმზე ინიციტივები შეაფასა და მოხალისეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა რეგიონის განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიზა სოფრომაძემ. საუკეთესო მოხალისეობრივი ინიციტივების ავტორები და მოსწავლეთა ინიციტივებში ჩართული მოქალქეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.