“ბუბუს თამაშები” აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის პროექტია. იგი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სამაგიდო თამაშის შექმნას, რომელიც შედგება ბარათებისგან და მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა საგნის სწავლებისას. მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს მზადება პროექტის განსახორციელებლად. “ვაჩუქოთ მეორე სიცოცხლე” წალენჯიხის #5…
CIVICS GE
Latest posts - Page 12
საზაფხულლო ონლაინსკოლის კურსდამთავრებულები თანატოლებს ცოდნას უზიარებენ
ლიკა ჩილაშვილი და მარი ხინგავა საზაფხულო ონლაინსკოლის კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც შეისწავლეს ვებდიზაინის შექმნა Figma-ში. მიღებულ ცოდნას ახლა თანატოლებს უზიარებენ და მათთვის ვებდიზაინის ლექციებს ატარებენ. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ საზაფხულო ონლაინსკოლა GeoLab-თან ერთად განახორციელა.
7-მა მოსწავლემა საია-ში სტაჟირება გაიარა
,უდიდესი სიამოვნება იყო, ვყოფილიყავი საია-ს სტაჟიორი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროცესისგან. შევიძინე ახალი მეგობრები, გავიცანი უმაგრესი ორგანიზაცია და ადვოკატები, დავამყარე მათთან ურთიერთობა და გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული. გავიგე, როგორი კონსულტაციების ჩატარება შეუძლიათ მათ და რა გავლენას ახდენენ. ყველაზე მეტად…
ლიბერთი მოსწავლეთა 2 პროექტს დააფინანსებს!
შიდა ქართლში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმს ესწრებოდა „ლიბერთის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ზაქარიაძე, რომელიც მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს გაეცნო. ,,თითოეულ პროექტს ჰქონდა მაღალი სოციალური ღირებულება. ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ვინაიდან ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა, ამიტომ არჩევანი ორ…
გურიელი ოზურგეთის №4 საჯარო სკოლის პროექტს დააფინანსებს!
ჩაის ქართული ბრენდის მხარდაჭერით, მოსწავლეები სასკოლო ოლიმპიადას ჩაატარებენ და დააწესებენ პრიზებს გამარჯვებულთათვის. მოსწავლეებმა და “გურიელის” წარმომადგენლებმა უკვე გამართეს სამუშაო შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ოლიმპიადის ჩატარების ფორმატზე, შინაარსსა და განხორციელების ვადებზე.
სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზებრა“ გადასასვლელი დახატეს.
სასკოლო სამოქალაქო კლუბ „ლაგოსის“ წევრებმა განაცხადეს, რომ სკოლის მიმდებარედ არის მოედანი, რომელსაც სიჩქარის მოყვარული მძღოლები „დრიფტისთვის“ იყენებენ. ამიტომ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად, შეიმუშავეს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სლოგანები, რომლითაც გააფორმეს ქვეითთა გადასასვლელი.
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფუძნებულმა კომპანია „აჭარექსპერტიზამ“ მოსწავლეთა 2 პროექტი დააფინანსა.
ქობულეთის N2 და სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა კომპანიის მხარდაჭერით განახორციელეს პროექტები „ავტომატურად მართვადი ჰიდროპონიკური სისტემა“ და „მწვანე სახურავი“. ასევე, მოსწავეები ესტუმრნენ აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას, სადაც მათ პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ უმასპინძლა, გააცნო პალატის საქმიანობა და ესაუბრა სამეწარმეო…
გორში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კერძო სექტორის წარმომადგენლები მოსწავლეების მიერ შექმნილ 15 პროექტს გაეცნენ
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები.ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“…
კულა მოსწავლეთა 3 პროექტს დააფინანსებს!
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო გოგლიძე შიდა ქართლში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმს დაესწრო, სადაც გაეცნო მოსწავლეების მიერ შექმნილ პროექტებს. ბატონმა ვანომ ფორუმის მსვლელობისას განაცხადა, რომ „კულა“ დააფინანსებს სოფელ სვენეთის, სოფელ ხელთუბნის და სოფელ ფხვენისის სკოლების მოსწავლეთა იდეებს. სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის პროექტი…
გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ საჩხერის, წალენჯიხისა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს უმასპინძლა.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა და დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესს, რომელიც ჰარკნესის მეთოდით მიმდინარეობს და დისკუსიით სწავლებას გულისხმობს.USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია მიზნად ისახავს, რომ სხვა სკოლებს გაუზიაროს დემოკრატიული სწავლებისა და მართვის პრინციპები. აკადემიის წარმომადგენლები ამზადებენ ონლაინ კურსებს…