აქტივობა ამავე სკოლის მოსწავლეების პროექტის, “მომავლის გასაღების” ფარგლებში გაიმართა, რომელმაც მცირე გრანტი მოიპოვა. “მომავლის გასაღების” მიზანია მოსწავლეთა და მშობელთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ასევე, არსებულ გამოწვევებზე რეაგირება და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.გამოფენისთვის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგის დახმარებით, შექმნეს არატრადიციული…
CIVICS GE
Latest posts - Page 11
სკოლა-ბიზნესის ფორუმი სამცხე-ჯავახეთში
ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. ფორუმზე მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის…
კომპანია “დიომ” თბილისის #213 საჯარო სკოლის პროექტი დააფინანსა
მხარდამჭერმა კომპანიამ უკვე გამართა ონლაინ შეხვედრა მოსწავლეებთან, სადაც განიხილეს სამოქმედო გეგმა.პროექტი „იცხოვრე ჯანსაღად, იზრუნე მომავალზე“ მიზნად ისახავს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მის ფარგლებში მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას ჯანსაღი კვების შესახებ, შედეგებზე დაყრდნოით კი გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები. ასევე, სკოლის სპორტული დარბაზი…
დმანისის №3 საჯარო სკოლამ, მცირე გრანტის ფარგლებში, დაიწყო პროექტის „კიბერბულინგი და სიძულვილის ენის პრევენცია“ განხორციელება.
პირველ ეტაპზე, ჩატარდა შეხვედრა ციფრული მოქალაქეობის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ციფრული მოქალაქეობის ექსპერტი მარიკა სიხარულიძე. შეხვედრის მსვლელობისას მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რას ნიშნავს იყო ციფრული მოქალაქე, რა არის კიბერბულინგი და რას გულისხმობს კიბერჰიგიენა. მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლეები გეგმავენ შექმნან და გაავრცელონ ორენოვანი…
რადიოს მსოფლიო დღის აღსანიშნავად, აჭარის სკოლების მოსწავლეები აჭარის რადიოსა და ტელევიზიას ესტუმრნენ.
ვიზიტისას მოზარდებმა დაათვალიერეს სტუდიები, გაეცნენ ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს და დაესწრნენ გადაცემების ჩაწერას. მოსწავლეები ასევე გაესაუბრნენ ჟურნალისტ ირმა ჩხაიძეს, რომელიც საავტორი გადაცემაში “ერთად ვიმსჯელოთ და ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე“ ხშირად აშუქებს მათ აქტივობებს. წამყვანმა მოსწავლეებს დაუსვა კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და მოზარდებს…
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს მათი სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. კონკურსის მეშვეობით ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას, ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე მათ სამოქალაქო ჩართულობას და აქტიური ახალგაზრდების ქსელის ფორმირებას.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ…
სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა აჭარაში
აჭარის მასშტაბით სემესტრის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტნიორი სკოლების 160 წარმომადგენელი: მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა მოწვეული ექსპერტისგან მიიღეს ინფორმაცია სათემო ჩართულობის და ადვოკატირების შესახებ. ასევე, ჯგუფურად იმსჯელეს სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების გზებზე…
თურქეთში მიწისძვრებით დაზარალებულთა დასახმარებლად, ქვემო ქართლის სკოლებმა საქველმოქმედო კამპანიები დაიწყეს.
მოსწავლეები თემის მასშტაბით აგროვებენ საჭირო ნივთებს და აწვდიან თურქეთის საელჩოს საქართველოში.მარნეულის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ჩვენი მომავლისთვის“ ინიციატივით, თურქეთის საელჩოსკენ უკვე გაემართა თბილი ტანსაცმლითა და საკვები პროდუქტით დატვირთული სამი მიკროავტობუსი. რუსთავის #16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ეუნოიას“, მოსწავლეთა თვითმმართველობისა…