ადგილობრივ კერძო სექტორს მოსწავლეებმა 11 პროექტი წარუდგინეს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. მათგან 7 პროექტს ადგილზე დაპირდა მხარდაჭერას ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენელი, ხოლო მოლაპარაკებები გრძელდება დანარჩენებთან. სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს კომპანიებმა “ჭრელა”, “Geo-Flower” და “ბარაკონი”.ღონისძიება…
CIVICS GE
Latest posts - Page 10
“უფროსი მეგობრის კლუბი” რუსთავის №24 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტია, რომელმაც, მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებასთან ერთად, ორი კერძო კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა.
სამშენებლო კომპანია In Town და “ბიზნესის მომსახურების ცენტრი” მოსწავლეებს დაეხმარებიან პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასელებისთვის დაგეგმილი მიკრო იდეების კონკურსს განხორციელებაში, თემაზე – “როგორ გავალამაზო/გავაუმჯობესო ჩემი კლასი/სკოლა”.მოსწავლეებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ სასკოლო საზოგადოებაში აემაღლებინათ ცნობიერება საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით. ამისათვის, მოზარდები დაუკავშირდნენ…
თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში სამეწარმეო ფესტივალი გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს.
სამეწარმეო ფესტივალი ამავე სკოლის მოსწავლეების პროექტის – “აწარმოე კეთილდღეობისთვის” ფარგლებში შედგა, რომელმაც მცირე გრანტი მოიპოვა. ფესტივალის გამართვამდე მოზარდებმა სასკოლო საზოგადოებაში ჩაატარეს კვლევა მეწარმეობის შესახებ და ესტუმრნენ სოციალურ საწარმოებს. ასევე, პროექტის ფარგლებში შექმნეს საკუთარი საწარმო “Reuse”, რომელიც მეორადი ნივთებს ამუშავებს და…
სურამის №3 საჯარო სკოლა ახორციელებს პროექტს „პირველი კანონმდებელი ქალები საქართველოში“, რომლის მიზანია პირველ პარლამენტარ ქალთა როლის შესწავლა ქვეყნის კანონმდებლობის განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს პირველირესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატ ქალებზე და მოამზადეს საინფორმაციო მასალები სკოლაში გამოსაფენად. ასევე, მოსწავლეების ორგანიზებით, სკოლას ეწვივნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ქალები: ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მაკა დიდებულიძე…
სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ფოთის საზღვაო პორტში იმყოფებოდნენ.
პორტში სტუმრობისას მოსწავლეებმა გაიგეს როგორ ხდება ტვირთის გადაზიდვა, რატომ არის საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და რა როლს თამაშობენ ამ პროცესში საზღვაო ნავსადგურები. ასევე, მსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ფოთის პორტში ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე.
ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში მხიარული სტარტები და ფეხბურთის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა.
აქტივობები მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. სახალისო სპორტულ აქტივობებთან ერთად, მოსწავლეებმა ასევე გაავრცელეს საინფორმაციო მასალები ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, მოიწვიეს ადგილობრივი ექიმი სემინარის ჩასატარებლად და ითანამშრომლეს ადგილობრივ სპორტსკოლასთან. პროექტის ფინალურ აქტივობებს დაესწრნენ…