ბათუმის №16 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესახებ. კლუბმა პეტიციით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. პეტიცია პიროტექნიკაზე თავისუფალი წვდომის აკრძალვისა და ხარისხზე მკაცრი კონტროლის დაწესებას გულისხმობს. პეტიცია ატვირთულია აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერთა რიცხვი 200-ს გადააჭარბებს, მას აჭარის უმაღლესი საბჭო განიხილავს.