თბილისის მასშტაბით გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმს კერძო სექტორის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ისინი გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 16 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას. მოზარდებმა საკუთარი ხედვა გაუზიარეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს შემდეგმა კომპანიებმა: მეიჯორელ ჯორჯია, ენერგო-პრო ჯორჯია, პეპსიკო ჯორჯია, ავერსი ფარმა, ემბისი და ლივინგსტონი.ღონისძიებაზე სტყვით გამოვიდნენ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და USAID/Georgia დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე ლიზა კოვაკმა. მოსწავლეებს თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ უამბო თიბისის კომუნიკაციების მენეჯერმა ანო ვერულაშვილმა. ხოლო განათლებაში კერძო ფონდებისა და ორგანიზაციების ინვესტირების შესახებ ისაუბრა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა. სოციალური საწარმო ტენეს დამფუძნებელმა ალექსანდრე ლილუაშვილმა დამსწრეებს გააცნო, როგორ უნდა იზრუნოს კერძო სექტორმა გარემოზე