საზაფხულო ონლაინსკოლის მონაწილემ, ნია ბაციკაძემ, კიბერბულინგის შესახებ კვლევა ჩაატარა:“კვლევის მიზანია, ჩემს თანატოლებში, კიბერბულინგთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესწავლა და იმის დაადგენა, თუ რამდენად ხშირად ექცევიან ისინი ვირტუალური ზეწოლის ქვეშ და ძალადობის რა ფორმებია ყველაზე გავრცელებული.” – ამბობს ნია, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე.საკუთარ პროექტში ნია ასევე ხსნის, თუ რა არის კიბერბულინგი და რატომ არის მნიშვნელოვანი მის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება.