ზეინაბ კაკალაშვილი თელავის №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის საუკეთესო ათეულის წევრია. სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის გამართული ტექნოლოგიური ტრენინგის ფარგლებში მან მოამზადა პროექტი „იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული“. პროექტის მიზანია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეებში ინფორმაციული წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება.“თანამედროვე საზოგადოების ერთ ერთი დიდი გამოწვევაა ბრძოლა ყალბ ინფორმაციასთან, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება კი – მედიაწიგნიერი მოსწავლეები.“ – წერს ზეინაბ კაკალაშვილი.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024