საღოლაშენის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის “მერანი” წევრებმა, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ბავშვთა უფლებების თემაზე ღონისძიება გამართეს და დამსწრეებს პრეზენტაციები და თემატური პოსტერები წარუდგინეს. გაიმართა დისკუსიაც ბავშვთა უფლებების შესახებ. სკოლის პირველი აქტივობა კი კლუბის ყოფილ ლიდერთან – ვერიკო სუხიტაშვილთან შეხვედრას დაეთმო, რომელმაც ახალ წევრებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

„ანა ფრანკის დღიური“ იყო მომდევნო ღონისძიების განხილვის თემა, რომლის დროსაც მონაწილეებმა ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კლუბის წევრებს არც პატარები დავიწყებიათ – მათ სახალისო პერსონაჟებით მოხატეს და გაამრავალფეროვნეს სოფელში არსებული საბავშვო ბაღის სივრცე.

აქტივობები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.