სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შეიქმნა სასწავლო მასალა – ბარათების კრებული „ინსტრუქციები სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტებისათვის“. ბარათების კრებული გამოიცა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
მასალა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს და პედაგოგებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე შექმნან საკლასო პროექტები.
მასალა შედგება 10 ბარათისაგან, რომელშიც მოცემულია საკლასო პროექტების შექმნის ინსტრუქციები მისი მომზადებიდან შეფასებამდე.