„მრავალფეროვანი დენდროლოგია“ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების – შავშვებისა და ხურვალეთის სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი პროექტია, რომელიც ხაზს უსვამს ბუნებრივი მრავალფეროვნების როლს ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდაში.
ალტერნატიული რესურსები! რესურსების დაზოგვა! რესურსების მეორადი გამოყენება! – ეს იყო თემები პრეზენტაციებისა, რომლებიც შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს 6 ივლისს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე. 27 ივლისს კი მოსწავლეები საგანმანათლებლო ვიზიტით ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს ესტუმრნენ, სადაც მოინახულეს მუზეუმი. აქვე გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებაც, რომლის დროსაც მოეწყო ნამუშეევრების გამოფენა და პრეზენტაციები საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ.
აქტივობა განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.