„ახალგაზრდობა სურამისათვის“ – კიდევ ერთი პროექტი ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად.ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე – 12 აგვისტო ერთად აღნიშნეს სურამის №2 და №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. მათ, სპეციალური კვირეულის ფარგლებში, დაასუფთავეს სურამის პარკის ტერიტორია და მოაწყვეს შეხვედრა-დისკუსია თემში არსებულ პრობლემებზე.

13 აგვისტოს, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სურამის ტყის სარბენ ბილიკზე მარათონი გაიმართა. მარათონს 4 გამარჯვებული ჰყავდა, რომლებიც პრიზებით დაჯილდოვდნენ.პროექტი გრძელდება და სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ითვალისწინებს. აქტივობა ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.