ახალგაზრდული ცენტრი – ეს გახლავთ კეხიჯვრის სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერობლივი ინიციატივა, რომლის ხორცშესხმაც კეხიჯვრის თემის მაჟორიტარი დეპუტატის ბ-ნ მამუკა კოკოზაშვილის, ქარელის მერის ბ-ნ ზაზა გულიაშვილისა და ადმინისტრაციულ ერთეულში კეხიჯვრის თემის წარმომადგენლის ბ-ნ ვლადიმერ თოფჩიშვილის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

მოსწავლეებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში ახალგაზრდული ცენტრისათვის გამოყოფილი სივრცე აღჭურვეს სკოლის მიერ გადაცემული ინვენტარით, გარემო კი სხვადასხვა თემაზე მომზადებული პოსტერებითა და კედლის გაზეთებით გაახალისეს. ცენტრმა უკვე უმასპინძლა პირველ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც აქტიურმა ახალგაზრდა ლიდერებმა თანატოლებისათვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „აქტიური მოქალაქოება, მოხალისეობა და მონაწილეობა“.

უახლოეს დღეებში კი კეხიჯვრის თემის ახალგაზრდებს ველოდებით ტრენინგზე – „ეფექტური პრეზენტაცია“.აქტივობა ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.