საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისა და ევროინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის სამოქალაქო პროცესებში ჩართულობა. ახალციხეში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის კონკურსში მოსწავლეებმა ესეები, ვიდეორგოლები, ნახატები და პოსტერები წარადგინეს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები 26 ივლისს სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კონკურსი USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

პროგრამას ორგანიზაცია PH International საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.