სამოქალაქო განათლების პროგრამების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International-ი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შეიქმნა სამოქალაქო განთლების დამხმარე სახელმძღვანელოები ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სექტორის სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის. ეს სახელმძღვანელოები კარგი რესურსია იმ პედაგოგებისთვის, ვინც დაინტერესებულია, რომ სამოქალაქო განათლების გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი, პრაქტიკული და ინტერაქტიული იყოს. რეკომენდირებულია ამ სახელმძღვანელოების გამოყენება მე-9 და მე – 10 კლასებში, გრიფირებულ სახელმძღვანელოსთან ერთად.
• როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე
• თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის
• თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან
• მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში