17 დეკემბერს, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ლიდერებს სხვადასხვა სფეროდან და გაეგოთ მათი გამოცდილება თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე. ინოვაციები, მედია და ტექნოლოგიური განათლება ის თემებია, რაზეც მოზარდებს მოწვეული სტუმრები ესაუბრნენ.

ღონისძიების ფარგლებში სამი შეხვედრა გაიმართა:

  • სანდრო ლილუაშვილმა, სოციალური საწარმო „ტენეს“ დამფუძნებელმა, ისაუბრა, როგორ შეიძლება ინოვაციური მიდგომებით დავიცვათ გარემო და გავზარდოთ ეკო-შეგნება.
  • ელენე გოგბერაშვილმა, „Business Media Georgia“-ს წამყვანმა, მედიის გავლენა და ბიზნესის აქტუალური გამოწვევები გააცნო აუდიტორიას.
  • ზურაბ პერტაიამ, „Edutech Academy“-ს თანადამფუძნებელმა, ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობაზე და მოზარდებში ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გამოიწვია.

 შეხვედრები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლთან პარტნიორობით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი იდეების გაღვივებას.