USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა ტრენინგი „აქტიური მოქალაქე“, რომელშიც ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორიები იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებმაც საკუთარი აქტიურობით საზოგადოებაში ცვლილებები შეიტანეს.
ტრენინგის ფარგლებში გამართული ფილმის ჩვენებამ კი კიდევ უფრო ცხადად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქის როლი საზოგადოებაში.
პროგრამის პარტნიორია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.“