შეხვედრა გაიმართა ახლადგახსნილ კულინარიულ ობიექტში „პაბ 1830.“
სოფიომ მოსწავლეებს უამბო გასტროტურიზმის სფეროში თავის საქმიანობაზე , გააცნო მესხური ღვინისა და კერძების უნიკალურობა და ისაუბრა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ. ასევე, აღნიშნა „პაბ 1830“-ში ახალგაზრდების გადამზადების შესაძლებლობა ბარმენისა და მზარეულის მიმართულებით.
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეების პროფესიული უნარების განვითარება და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება.
პროგრამის პარტნიორია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.